fbpx

მებრძოლთა ქუჩის №1ა-ს მიმდებარედ, სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

ვარკეთილში, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის №1ა-ს მიმდებარედ, სპორტული
მოედნის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებს ადგილზე სამგორის  რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.

პროექტის  მიხედვით, ხელოვნურსაფარიანი მოედანი 688კმ/მ-ის მოცულობის
ფართობზე განთავსდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სპორტულ მოედანზე დამონტაჟდება საფეხბურთო კარები,     მოეწყობა
მაყურებელთა ტრიბუნა გადახურვით, ხელოვნური მწვანე საფარი,
გარეგანათების სისტემა და ცენტრალური გზიდან მოედნამდე მისასვლელი
საფეხმავლო ბილიკები.

პროექტისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან  214 129 ლარია გამოყოფილი
და მას კონტრაქტორი კომპანია შპს “ჯორჯიან ინვესტი” ახორციელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება