fbpx

მახსენდება ის დღე, როცა წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მეწოდა

მე აღვიკვეცე მაშინ, როდესაც ბერობა ილეოდა საქართველოში – ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემ ბერად აღკვეცის პერიოდის მოგონებისას განაცხადა.
.

“მე აღვიკვეცე მაშინ, როდესაც ბერობა ილეოდა საქართველოში. მახსენდება ის დღე, როცა წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მეწოდა. საქართველოს
ეკლესიის საჭეთმპყრობელი მაშინ უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი ბრძანდებოდა. მან მეუფე ზინობს დაურეკა და უთხრა: `დღეს თქვენთან სტუდენტი მოვა და აღკვეცეთ ბერად~. სხვა არაფერი უთქვამს. ჩემი აღკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც იგივე მითხრა: თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია, მას სუდარა ჰქონდა გადაფარებულიო. გარეგნულად თითქოს მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ცხოვლად იგრძნობოდა, ყოველთვის ასე იყო,
ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ზეციური საქართველოს, ჩვენი დიდი წინაპრების, ზეციური მხედრიონის ლოცვა-ვედრება ჩვენი ეკლესიის ძლიერების აღსადგენად ღმერთმა შეისმინა…” – იხსენებს პატრიარქი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება