fbpx

მარშალ გელოვანის გამზირზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი
რეკრეაციული სივრცე მოაწყო.
სამუშაოების ფარგლებში, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანების
სამუშაოები განხორციელდა. ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახის ხე-
მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო ბალახის საფარი. ამასთან,
საფეხმავლო ბილიკები მოეწყო, LED განათების ქსელი დამონტაჟდა და განთავსდა
საპარკე ინვენტარი.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 278 686 ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და
მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება