fbpx

მარქსიზმისა და ფაშიზმის შემდეგ, ევროპიდან ლიბერალური ტოტალიტარიზმი დაიძრა

ბოლო ხანებში ნაცებზე უფრო ნაცური ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული რიტორიტიკით, ზღვარგადასული ცინიზმით, უტიფრობით და თავხედური პოლიტიკური აქტიურობით დაგვამახსოვრეს თავი ევროპარლამენტარებმა კუბილიუსმა, კალიურანტმა, ჟიგიმანტასმა, კარლ ბილდტმა, ფოგიტამ, გრიგორიევამ, გალერმა და ვინმე ქალბატონმა რასამ, თავისი ძნელად დასამახსოვრებელი გვარით.

ნაცებთან იდენტობა მაშინვე თვალში საცემი ხდება, როდესაც მათ რიტორიკას მოისმენ – არავითარი ფაქტები და არგუმენტები, მხოლოდ შემუშავებული, დაზეპირბული კლიშეები, ლოზუნგები, აღქმები, აღქმები და აღქმები.

საქართველო ატარებს პრორუსულ პოლიტიკას! ამ პოლიტიკას განსაზღვრავს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი!

საქართველოში დევნიან ჟურნალისტებს!

საქართველოში ავიწროვებენ ბიზნესმენებს!

საქართველოში აყალბებენ აჩევნებს!

საქართველოში დიქტატურაა!

ნაცების ლობისტი ამ ათიოდე ევროპარლამენტარის სენტენციები და დემოკრატიის სახელით ჭკუის დარიგებები შეიძლება არ გამხდარიყო ამხელა ყურადღების ღირსი, ან ობიექტურ ადამიანს მათი პოზიციები რაღაც ნაწილში კიდევაც გაეზიარებინა, რომ არა მათი მხრიდან ნაცების დროინდელი საქართველოს შეფასება
„კარგ მმართველობად“,

„დემოკრატიის შუქურად“,

„დემოკრატიის ოაზისად“,
„ანტიკორუფციულ ზონად“,

„მედიის თავისუფლების მაგალითად“ და ა. შ.

როდესაც 70-80-იანი წლების ქართველი დისიდენტები იმედის თვალით შევყურებდით და შევნატროდით რეიგანის ამერიკას, ტეტჩერის ბრიტანეთს და მთელი ევროპის თავისუფალ და დემოკრატულ ცხოვრების წესს, ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე თავისუფალი სამყაროს სიმბოლოდ სექსუალური თავისუფლების დროშა გადაიქცეოდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სახელით ზოგიერთებისთვის მიუღებელი აზრის გამოხატვისათვის დაბულინგებას და საზოგადოებისაგან მოკვეთის ფაშისტურ-კომუნისტურ მეთოდებს გამოიყენებდნენ,
კერძო საკუთრება და მედიის თავისუფლება პოლიტიკურ მიზნებს დაექვემდებარებოდა, ფაქტების უგულებელყოფით აღქმების პრიორიტეტი გაბატონდება და ამას ყველაფერს ისევ დემოკრატია და თავისუფლება ერქმეოდა.

არა, ჩვენი თაობის დისიდენტები საბჭოთა მონსტრის წინააღმდეგ ბრძოლისას იმისთვის არ ვრისკავდით თავისუფლებას და სიცოცხლეს, რომ დღეს ვიღაცეების მიერ კარგ ტონად, „პროგრესულად“ და „პრადვინუტობად“ მიჩნეული რაიმე მოსაზრების წინააღმდეგ აზრის გამოთქმის გამო ადამიანები დაებულინგებინათ, უსაზიზღრესად ელანძღათ, ცილისწამების შიშით დაემუნჯებინათ და ფსიქოლოგიური ზეწოლით სიკვდილის პირამდე მიეყვანათ.

პირადი დაინტერესების გარდა ძნელია სხვა საფუძველი მოუძებნო ზოგიერთი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსის მიერ საქართველოში არსებული მდგომარეობის მრუდე სარკეში დანახვას ისე, რომ ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ, სადისტურ პოლიტიკურ ძალას ევროპული ღირებულებების მატარებელი სამაგალითო მმართველობა უწოდონ, ხოლო ამ ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამმარცხებელ, რეალურად დემოკრატიულ ევროპულ მმართველობას – ანტიდემოკრატიული მმართველობა.

ისტორიამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მასობრივად და უმწვავესად რეაგირებს უსამართლობაზე. ამიტომაც აქვს მას ადეკვატური რეაქცია, როდესაც ქვეყნის მოჭირნახულე პატრიოტს ბიძინა ივანიშვილს ეს ათიოდე გარეწარი ევროპარლამენტარი ქვეყნის მტერს და დამაქცევარს, დიქტატორსა და პრორუს ოლიგარქს უწოდებენ, ხოლო მართლა ანტიდემოკრატიული და სადისტური მმართველობის მამამთავრის, სისხლის სამართლის დამნაშავის მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. შეუძლებელია თქვენ კარგად არ იცოდეთ სადისტური რეჟიმის შემქმნელის „საქმენი საგმირონი“, ამიტომ არა უვიცობა, არამედ ანგარება გამოძრავებთ, როდესაც დემოკრატს დიქტატორს ეძახით, ხოლო სადისტს – თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლოს.

თქვენ ადამიანის უფლებების სახელით აბულინგებთ ურჩებს და ახალისებთ მორჩილებს, თუნდაც ისინი სისხლის გუბეებს აყენებდნენ საკუთარ ქვეყანაში.

სწორედ ეს არის ანტიდასავლური და ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედება, ადამიანის უფლებების პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენება.

მართალია, ჩვენ ძირითადად იმ ათიოდე კორუმპირებულ თუ უთავმოყვარეო ევროპარლამენტარს მივმართავთ, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრუნვით დღე და ღამე არ სძინავთ, მაგრამ შეუძლებელია არ მოიხსენიო ის 300-მდე უპასუხისმგებლო ევროპარლამენტარი, რომლებიც გაგებაში არ არიან, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში და ბრმად უწევენ ხელს საქართველოს საწინააღმდეგო სამარცხვინო რეზოლუციას.

ეს არის სწორედ დასავლეთში დღეს არსებული დემოკრატიის კრიზისის უტყუარი ნიშანი, როდესაც ბრმა აღქმებზე დაყრდნობით და ამის საფუძველზე მოქმედებით ხელს უწყობენ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველაზე ანტიდემოკრატიულ ძალებს ხელისუფლებაში დაბრუნებაში.

სწორედ ამიტომ იწვევს ქართველ ხალხში სულ უფრო მეტ ნიჰილიზმს ევროპული ორიენტაცია.

სწორედ ამის შედეგია ის სამწუხარო ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეების ადრინდელი პროცენტი ნამდვილად აღარ არის ევროპული ორიენტაციის, რამდენიც იყო 30, 20 ან თუნდაც 10-12 წლის წინ.

ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე ძნელია ზუსტი პროცენტის დასახელება, მაგრამ ყველა ობიექტური დამკვირვებელი ამას ზედაპირულადაც შეამჩნევდა.

რაც შეეხება ზემოთ ნათქვამ დასავლეთში დღეს არსებულ დემოკრატიის კრიზისს, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სერიოზული კრიზისი იქ ერთი იყო მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც მთელი ევროპა დაავადდა მარქსიზმის ბაცილით, მეორე იყო მე-20 საკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ევროპამ შვა და გაავრცელა ფაშიზმი,

21-ე საუკუნეში რაკი ასეთი ახალი სენის გავრცელების რეალური სააშიშროება არსებობს რადიკალური ლიბერალიზმის სახით, რომელიც ფაქტიურად ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ნაზავს წარმოადგენს.-წერს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება