fbpx

მარტო მიშაა ადამიანი და ჩვენ ცხოველები ვიყავით? რატომ ვიყავით ღირსი ციხეში არაადამიანური მოპყრობის-ირაკლი კენჭოშვილი

სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ირაკლი კენჭოშვილი იხსნებს სააკაშვილის ციხეს-ირაკლი კენჭოშვილი-

დღემდე თავს ვიკავებდი ამ თემაზე საჯაროდ საუბრისგან, მაგრამ ეხლა ისეთი ამბავი ატეხეთ ზოგიერთებმა მიშას შიმშილობაზე, რომ თავი ვეღარ შევიკავე და თქვენი ნებართვით ჩემი პატიმრობიდან რამოდენიმე ფაქტს გავიხსენებ, მერე თქვენ შეაფასეთ, ვის უფრო მძიმე პირობებში მოუწია ციხეში ჯდომა, რა არის ციხეში შიმშილობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. დამიჭირეს 2005 წლის ოქტომბერში, ცილისწამების, მოგონილი ბრალდების საფუძველზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ბურჯანაძის ნაძირალა ქმარმა ბადრი ბიწაძემ და ყოფილმა პროკურორმა გარეწარმა ვალერი გრიგალაშვილმა მოინდომეს ჩემი და ჩემი კომპანიონების ქონების ხელში ჩაგდება. ერთ თვეში ჩემი სხვა კომპანიონებიც დაიჭირეს, მათ შორის 70 წლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ნუგზარ პაიჭაძე, რომელიც ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში იწვა, წვეთოვანადან მოხსნეს და სასწრაფოდ ორთაჭალის ციხეში საკაცით შემოიყვანეს, ერთი კვირა კარანტინში სარდაფში ყავდათ და მერე გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. მთელი ჩვენი პატიმრობის განმავლობაში ჩემზე, ჩემ კომპანიონებზე, ჩვენი ოჯახის წევრებზე პროკურორების მხრიდან მუდმივად მიდიოდა ზეწოლა, რომ თუ არ გადავუფორმებდით ჩვენს კუთვნილ აქციებს კონკრეტულ პიროვნებებს (რომელიც შემდეგ შეცვალეს სახელმწიფოთი), ჩვენ დიდი ხნით გამოგვამწყვევდნენ ციხეში (შეკრებითობით 25 წელი გამოდიოდა იმდენი მძიმე მუხლი წაგვიყენეს). ნუ გგონიათ, რომ ისინი ამას აკეთებდნენ უანგაროდ, მათ ამაში პრემიებს აძლევდნენ და ჩვენი ქონების ხარჯზე ბიუჯეტს ავსებდნენ. დეკემბერში პატიმრებმა გამოაცხადეს შიმშილობა, 2 კვირის მანძილზე ციხეზე არ შემოდიოდა პერედაჩები (ჩვენ თვითონ უკან ვაბრუნებდით პერედაჩებს). იანვრის დასაწყისში, ახალ წელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამათრიეს კარცერში, სადაც ადრე სიკვდილმისჯილები ყავდათ, ეს იყო სველი სარდაფი, სადაც არც შუქი გვქონდა და არც სუფთა ჰაერი არ შემოდიოდა, არ ნიავდებოდა, საშინელი შმორის და ციხის სუნით გაჟღენთილი, ბაღლინჯოებით და ვირთხებით სავსე. მე იქ ვნახე ადამიანი, რომელიც 6 თვე იჯდა კარცერში და ამ ხნის მანძილზე მზის შუქი არ ქონდა ნანახი. უკვე 2 კვირის ნაშიმშილარმა კარცერში პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოვაცხადე, რამოდენიმეჯერ ცუდად გავხდი და დამჭირდა ექიმის გამოძახება, მაგრამ ციხის საავადმყოფოში მაინც არ გადამიყვანეს. არც არავის შემოუთავაზებია ჩემთვის ფაფები და ვიტამინები, ციხიდან რომ გამოვედი 45 კილოსაც არ ვიწონიდი. ამას დაემატა ერთერთი პატიმრის მიერ კარცერში ხანძრის გაჩენა, რა დროსაც ჩვენ თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვიხრჩობოდით კვამლში, ავტეხეთ საშინელი ხმაური, ყველა ვითხოვდით შველას, მაგრამ ვიყავით მიტოვებულები, ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად იყო მოწყობილი. ბოლოს ბეწვზე მოგვისწრეს კლუჩნიკებმა, რომლებმაც სარდაფიდან ამოგვიყვანეს. ამის შემდეგ დამაბრუნეს ძველ კამერაში. (სხვათაშორის, ეხლა მიშა რომ ზის ზუსტად მაგ ზომის კამერაში 11 კაცი ვიჯექით, მორიგეობით ვიძინებდით, მაგრამ ჩვენთან არ იყო ისეთი ბარდაგი, როგორც მიშას ქონდა რუსთავის ციხეში). საერთო ჯამში ერთი კვირა ვყავდი რეჟიმს კარცერში. 7 იანვარს შობაზე საპატრიარქოს ინიციატივით ციხეში შემოიტანეს გაყინული თევზი, პატიმრებს უკვე შეწყვეტილი ქონდათ შიმშილობა, უნდა გენახათ, როგორ უხაროდათ იმ პატიმრებს, რომლებსაც გარეთ არ ყავდათ პატრონი და მხოლოდ ბალანდაზე იყვნენ.ეხლა რამოდენიმე დეტალი ჩემი საქმიდან: მე დამიჭირეს მამაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების მითვისებაზე; ჩვენ ვიყავით განსასჯელები და არ ვიყავით მისჯილები მიშასგან განსხვავებით, ამიტომ სულაც არ იყო აუცილებელი აღკვეთის ღონისძიებად გამოეყენებინათ პატიმრობა 70 წლის ინსულტიანი ადამიანისთვის; მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ, საქმეს რომ გავეცანი, გავიგე ჩემი კარცერში ჩაყვანის საბაბი, თურმე ბადრაგის ბრძანებას არ დავემორჩილე და შეურაცხყოფა მივაყენე, სინამდვილეში მიზეზი იყო ჩვენი დაუმორჩილებლობა, რომ არ ვთმობდით აქციებს. აქვე დავამატებ, რომ ორთაჭალის ციხის პატიმრების საყოველთაო შიმშილობა დამთავრდა ცნობილი „ციხის ბუნტის“ სისხლიანი ჩახშობით და მსხვერპლით.ეხლა მინდა ვკითხო სააკაშვილის მომხრეებს:1. ვართ თუ არა ადამიანები თანასწორუფლებიანები, განურჩევლად თანამდებობისა, უნდა ვიხდიდეთ თუ არა სასჯელს ერთნაირ პირობებში? შეგახსენებთ, ჩვენ განსასჯელები ვიყავით, მიშა სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. სიმულიანტი მიშა ციხიდან კერძო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს, ჩემი ინსულტიანი კომპანიონი კი საავადმყოფოდან ციხეში ცოცხალ-მკვდარი შემოიყვანეს.2. თუ მიშას მიმართ ციხის ადმინისტრაციის ქმედებებს წამების კვალიფიკაციას აძლევთ, ჩვენს მიმართ, სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის და უამრავი გლდანის პატიმრის მიმართ ციხის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს რა კვალიფიკაციას აძლევთ? ლომჯარიამ დაადასტურა, რომ მიშას ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ეტყობა, სულხან მოლაშვილს კი მთელ სხეულზე სიგარეტით ქონდა დამწვრობები მიყენებული, რაც ევრო სასამართლომ დაადასტურა კიდეც. იგივე ევროსასამართლომ მიშას უარი უთხრა სამოქალაქო სავადმყოფოში გადაყვანაზე. 3. ხართ თუ არა თანახმა, მიშა საპროცესო შეთანხმებით გამოუშვან ციხიდან, ოღონდ, ჯერ აღიაროს დანაშაული, მერე დაუყადაღონ მთელი ქონება ისევე, როგორც ჩვენ დაგვიყადაღეს ბინები და ავტომობილები, მერე მთელი ქონება გადააფორმებინონ სახელმწიფოს სახელზე როგორც ჩვენ, თან რამოდენიმე თავის პადდელნიკი მაღალჩინოსანი ჩაუშვას, რასაც სხვებს სთხოვდნენ მაგის გარეწარი პროკურორები.4. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ჩვენთვის, უდანაშაულო ადამიანებისთვის 25 წლიანი სასჯელი და მიშასთვის მხოლოდ 6 წელი? მაშინ როცა ჩვენ, არც სამშობლოსთვის გვიღალატია, არც სამაჩაბლო და კოდორის ხეობა ჩაგვიბარებია რუსეთისთვის, არც დავით გარეჯი გაგვიყიდია, არც სტრატეგიული ობიექტები მიგვიყიდია რუსებისთვის, არც 28000 თურქისთვის მიგვიცია მოქალაქეობა, არც ზურაბ ჟვანია მოგვიკლავს, არც სანდრო გირგვლიანი, არც ბუტა რობაქიძე, არც ზურა ვაზაგაშვილი, არც უამრავი ქუჩაში მოკლული ახალგაზრდა, არც მიტინგები დაგვირბევია, არც ბიზნესმენები დაგვირეკეტებია, და არც ქონება წაგვირთმევია სხვებისთვის.5. თქვენთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა, ადამიანი რა პირობებში იხდის სასჯელს? თუ მარტო მიშაა ადამიანი და ჩვენ ცხოველები ვიყავით? ჩვენ რატომ ვიყავით ღირსი ციხეში არაადამიანური მოპყრობის და მიშა რატომ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებისგან განსხვავებით? მოგიკითხავთ დღევანდელ ციხეში რა მდგომარეობაში არიან სხვა პატიმრები? იქნებ სხვებსაც ისევე ექცევიან როგორც მიშას? თუ ფეხებზე გკიდიათ ყველა, მიშას გარდა?და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, უნდა აღდგეს თუ არა სამართლიანობა ჩვენს მიმართ და როგორ, რა ფორმით? პ. ს. არ მინდოდა ამ ყველაფრის გახსენება, რადგან გლდანის ციხეში ისეთ მძიმე პირობებში ყავდათ პატიმრები, რომ ჩემი პატიმრობა სახსენებელიც არ არის. ამას ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც არ მოსწრებიან იმ რეჟიმს და დღეს მხარს უჭერენ მიშას, იცოდნენ სიმართლე, ნუ მოტყუვდებიან ცრუ პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, გვკითხონ ჩვენ, თვითმხილველებს რა ხდებოდა მაშინ და შეადარონ დღევანდელ სიტუაციას. ნუ ფიქრობთ, რომ მიშა გამოსწორდა, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაიწყება ანგარიშსწორება იმაზე სასტიკი მეთოდებით, ვიდრე იყო, ამას არც მალავენ გვარამია, ბოკერია, უგულავა და ნაცხროვა, ნუ იფიქრებთ, რომ ეს თქვენ არ შეგეხებათ, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება ციხეში მოხვდეს, არ ექნება მნიშვნელობა პატიოსნად ცხოვრობ თუ აშავებ რამეს. იცით რატომ არ აქვთ ნაცებს ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა მიუხედავად დღევანდელი გაჭირვებისა და უკმაყოფილებისა? იმიტომ რომ ძალიან ბევრნი ვართ ისინი, ვინც ჩვენ თავზე გადავიტანეთ ის ჯოჯოხეთი, ჩვენი ოჯახის წევრებს და ახლობლებს ძალიან კარგად ახსოვთ ყველაფერი და არასოდეს დაავიწყდებათ. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეს ყველაფერი გამეორდეს და თქვენ ნახოთ ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება