მარნეულში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა

ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში გაიმართა.სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულკურსდამთავრებულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფოადმინისტრირების სკოლის დირექტორი დავით გიორგაძე შეხვდნენ.თავის გამოსვლაში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნებისა დამისი მნიშვნელობის შესახებ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთანდაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის,საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანისაარჩევნო სიახლეების შესახებ. ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთაარჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე დადაგეგმილი საქმიანობის შესახებ. მისი თქმით, ინფორმირებული ახალგაზრდები უკეთაცნობიერებენ არა მხოლოდ საკუთარი ხმის, არამედ პროცესებში ჩართულობისმნიშვნელობასაც, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეკისრება ქვეყნის მომავალიგანვითარებისთვის.შეხვედრის დასასრულს ცესკოს თავმჯდომარემ და ჟვანიას სახელობის სახელმწიფოადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარნეულის სასწავლო ცენტრისკურსდამთავრებულებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამისწარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადასცეს.მარნეულის სასწავლო ცენტრში 28 სექტემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიისთავმჯდომარე ლელა ქრისტესიაშვილი, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიდა რეგიონული კოორდინატორი კობა ასანიძე. ასევე, მარნეულის მერის პირველიმოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადმინისტრაციულისამსახურის ხელმძღვანელი მამუკა შუბითიძე.შეხვედრას ფასილიტაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირებისსკოლის, მარნეულის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ბუწურაძე უწევდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება