მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრისა და მასზე განხილული საკითხების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ლიდერებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა კონფლიქტები აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები ინდოეთსა და წყნარი ოკეანეს რეგიონსა და დასავლეთ ნახევარსფეროში. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ვენესუელაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიდი შვიდეულის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გლობალური საფრთხეების მოსაგვარებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
~
~