fbpx

მარიუპოლი უმოწყალოდ იბომბება მოკლულ ადამიანებს მეზობლები ეზოებში მარხავენ

როგორც უკრაინული გამოცემა იუწყება, მარიუპოლი უმოწყალოდ იბომბება, ქალაქში არცერთ შენობას აღარ აქვს ფანჯარა, არ არის წყალი და დენი.facebook sharing button

როგორც მარიუპოლოს საქალაქო საბჭო აცხადებს, ქალაქში ყველა სახლი დანგრეული, არ არის დენი, ადამიანებს არ აქვთ გაზი. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ცეცხლზე ამზადებს საჭმელს.

ამ დროისთვის არ არის დადგენილი დაღუპულთა რაოდენობა. მოკლულ ადამიანებს მეზობლები პირდაპირ სახლების ეზოებში მარხავენ. გათიშულია მთელი საკომუნიკაციო სისტემა, რის გამოც იქ დარჩენილებს არ აქვთ ინფორმაცის იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება