fbpx

მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ადიგენის სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ

დღეს, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და მერის წარმომადგენლები ადიგენის სოფლების ღორძეს, ჩორჩანის, მლაშისა და არალის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ღია შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად, დასახლებების წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მოსახლეობის მხრიდან კი ძირითად პრიორიტეტებად, შიდა გზების მოწესრიგება, წყალმომარაგების გაუმჯობესება, გარე განათება, მაღალმთიანობის საკითხი და სპორტული მოედნის მოწყობა დასახელდა. „ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლებიც მოსახლეობას ინტენსიურად ვხვდებით და ყოველთვის ვუსმენთ მათ. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზიც სწორედ ეს არის. მიხარია, რომ ყოველთვის აქტიურად ხართ ჩართულები და ერთად განვიხილავთ სოფლის საჭიროებებს. ჩვენთვის თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. ყოველთვის უნდა გრძნობდეთ ჩვენს თანადგომას“- აღნიშნა გოჩა ქიმაძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას. ▪️დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სახელმწიფო პროგრამები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მომავალი- 2024 წლის გეგმები გააცნეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება