fbpx

მანდატი დატოვე და ისე წადი პარტიიდან, მოღალატევ!-სამადაშვილს ნაცმოძრაობის მხარდამჭერები დაუპირისპირდა

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ, სალომე სამადაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. მას „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი მწვავედ დაუპირისპირდა.

პოსტს, რომელიც პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში გვიან ღამით გამოაქვეყნა, უამრავი გამოხმაურება აქვს, ძირითადად, უარყოფითი. პარტიის მხარდამჭერები ითხოვენ, რომ სამადაშვილმა მანდატი დატოვოს, რადგან არ იმსახურებს.

„მანდატი დატოვე და ისე წადი პარტიიდან, მოღალატევ!“;

„მოკლედ ვიტყვი დაგვაკარგინეთ ხალხს ნდობა აღარავინ დაგიდგებათ ვითომ ოპოზიცია მხარში. პირადად მე დავკარგე თქვენი ნდობა, კარგად ბრძანდებოდეთ!“;

„კომენტარებს გადავხედე და საშიში ენმ კი არა, ენმს ამომრჩეველი ყოფილა… ვაი ვაი..“;

„ხალხის თვალში არარაობა ხართ. გასაგდები პარტიიდან. ივანეს ბუტკა პარლამენტი გგონიათ…“;

„ქორწინების მოწმობას კი არ აწერდი ხელს, უნდა დაგეცადა. რა თქმა უნდა, როცა თავჯდომარე დაკავებულია შენ ვინ გეკითხება რამეს?!“;

„მანდატი დატოვე აუცილებლად. ამაზრზენია საქციელი, რომელიც იკადრეთ ქნ.სალომე. რითი განსხვავდები ელისაშვილისგან აგვიხსენი მაშინ..!“;

„მელიამაც რომ მოაწეროს ხელი, იმასაც ასე დაუწყებთ გინებას?“;

„სასაცილო არ ვიცი, მაგრამ ქალბატონო, სამარცხვინო კი ბრძანდებით“;

„ორი სიტყვით, არ ხარ შენ კარგი ადამიანი სამადაშვილო“;

„დატოვე ჩვენი ხმებით მოპოვებული მანდატი, არარაობავ“;

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება