fbpx

მამუკა წოწერია: შეხვედრებს ვიყენებთ მთავარი გამოწვევის, პამდემიის თემატიკასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ მოსახლეობას  აქტიური ვაქცინაციისკენ

მამუკა წოწერია: შეხვედრებს ვიყენებთ მთავარი გამოწვევის, პამდემიის თემატიკასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ მოსახლეობას  აქტიური ვაქცინაციისკენ.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწოერია მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე, საკუთარ პროგრამზე საუბართან ერთად ადგილობრივებს ვაქცინაციის აუცილებლობაზე ინფორმაციას აწვდის. მერობის კანდიდატის განცხადებით ახლა მთავარი გამოწვევა მასიური ვაქცინაციაა.

„საარჩევნო შეხვედრებს ვიყენებთ მთავარი გამოწვევის, პამდემიის თემატიკასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ მოსახლეობას  აქტიური ვაქცინაციისკენ. კარგია, რომ მოსახლეობა ამაში მხარს გვიჭერს და ვპოულობთ ყველანაირ საშუალებას რათა ვაქცინაციის პროცესი, როგორც ადგილზე იმუნიზაციის, ასევე ვაქცინაციის ცენტრებამდე მოსახლეობის მიყვანის ორგანიზაციული საკითხები მოვაგვაროთ. ამ მთავარ პრობლემასაც  გადავწყვეტთ!“ განაცხდა მამუკა წოწერიამ სოფელ განმუხურში მოსახლეობასთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრების დასრულების შემდეგ.

„დღეს, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტაობის კანდიდატ ზაზა ანდრიაძესთან ერთად გვქონდა განმუხურის მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრა. საკმაოდ შედეგიანი დღე იყო. ადგილობრივებთან ვისაუბრეთ, გავცვალეთ აზრები, ჩამოვყალიბდით სამომავლო გეგმებზე. მთავარი ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც გააჩნია განმუხურს, ეს გახლავთ ჭავჭავაძის, დადიანისა და გამსახურდიას ქუჩების საავტომობილო გზა, რომლის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ გზის მშენებლობა ბეტონის საფარით, ასევე ტენდერი გამოცხადებულია გარე განათების მოწყობაზე ხიდიდან სანაპირო ზოლამდე და ეს პრობლემაც მოუგვარდება ადგილობრივ მოსახლეობას“ – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა. მისივე განმარტებით, საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღეს შეხვედრა მესამე სოფელში გამართა და მმართველი გუნდის მიმართ მაღალი კეთილგანწყობა სამივე ადმინისტრაციულ ერთეულშია.

,,სამივე სოფელში იგრძნობა კეთილგანწყობა ,,ქართული ოცნების” მიმართ, მოსახლეობამ იცის, რომ ,,ქართული ოცნება” არის მშვიდობის და გრძელვადიანი განვითარების ერთადერთი გარანტი“ – აცხადებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი. მამუკა წოწერია შეხვედრებს კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული რეგულაციების დაცვით მართავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება