fbpx

მამუკა მდინარაძე – IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელისგულზეა, რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც

IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელისგულზეა და რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, IRI-ის კვლევა, რაც იყო კონკრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისთვის.

„არანაირი რესურსი არ დაზოგეს, ზუსტად იცოდნენ, რომ რაღაც კამპანიის ფარგლებში, როდესაც მაგალითად IRI-ის რაღაც საოცრება უნდა დაედო და ეთქვა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგები დრამატულადაა შემცირებული, ამ დროს აღმოჩნდებოდა, რომ დრამატულად არის გაზრდილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათთვის, ეს არაფერში არ აწყობდათ. ამიტომ, მათი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაგმატული გათვლა იყო, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები, პროცენტებში ასახული, იქნებოდა მათთვის ძალიან დამაზიანებელი და IRI-ის კვლევა კიდევ უფრო სასაცილო გახდებოდა.
ჩვენ შეგვიძლია დღესაც, ამის გარეშეც დავამტკიცოთ ციფრებით და ფაქტებით, რომ IRI-ის კვლევა, რაც იყო კონკრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისთვის. მე ვურჩევდი მის ხელმძღვანელებს, მათ შორის, მქონია ურთიერთობა ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, რომ გადახედონ იმ გეგმებს, რა გეგმებსაც ისინი მიყვებიან, რომლის მიხედვითაც კაბინეტებში იწერება რაღაც კვლევები და არანაირ კვლევასთან ამას საერთო არ აქვს.
ამის დასტურად მე შემიძლია მოგიტანოთ კონკრეტული მაგალითი დღევანდელი დღიდან. როდესაც ისინი წერენ, რომ 19 % აქვს „ქართულ ოცნებას“, ვთქვათ, თავის მართლება რომ მოუწიოთ, შეიძლება თქვან, რომ ეს არის ალოკაციის გარეშე პირდაპირი გამოკითხვის შედეგები. ჩვენს მხარდასაჭერად დღეს საერთო ამომრჩევლების სიით, (იცით აქტივობა რამდენია ხოლმე – 50-55 %-ის ფარგლებში), ჩვენს მხარდაჭერად სიით ამომრჩევლის 30% მივიდა საარჩევნო ურნებთან იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა. აბსოლუტური უმრავლესობა პრაქტიკულად იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ამომრჩეველი. ამ ასე დავარქვათ, უმოტივაციო არჩევნებში, სადაც არ იყო კონკურენტი და მოტივაციის შექმნა იყო ძალიან რთული, რატომ უნდა მისულიყო მხარდამჭერი საარჩევნო ყუთთან, როდესაც 20 მხარდამჭერიც რომ მისულიყო თითოეულ უბანში, მაინც გამარჯვებული იყო ჩვენი კანდიდატი. ამ ვითარებაში, ამომრჩევლის 30%-მდე მივიდა. ამიტომ, IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელისგულზეა და რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება