fbpx

მამუკა მდინარაძე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა დაიცვას ნებისმიერი ადამიანის უფლებები, მისი ორიენტაციის მუხედავად, მაგრამ ასევე უნდა დაიცვას ოჯახური ღირებულებები და მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შედეგებისგან


ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დაიცვას ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დაიცვას ოჯახური ღირებულებები და მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, დააინიციროს პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ძალიან ახლო მომავალში ასევე დააინიცირებენ უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს.

„ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა, სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე, დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებებს, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება, მიმდინარე წელს გარანტირებულად მივიღებთ.

რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს, სულ ინიცირდება 2 კონსტიტუციური კანონი: პირველი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სადაც ჩვენ ქორწინების დეფინიცია განვსაზღვრეთ 2017 წელს, რომელიც ოჯახს განიხილავს როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი შემდგი შინაარსით: ოჯახურ ღირებულთა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება