fbpx

მამუკა მდინარაძე ხათუნა სამნიძეს: რუსეთთან მართლები რომ ვიყავით, მოვიგეთ სტრასბურგი

მამუკა მდინარაძე ხათუნა სამნიძეს: რუსეთთან მართლები რომ ვიყავით, მოვიგეთ სტრასბურგი და ვერ მოვიგებდით 2012 წლამდე რა პოზიციაც ჰქონდა ამ ქვეყანას, სამწუხაროდ იმ პოზიციით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხათუნა სამნიძემ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს შეკითხვით მიმართ – ,,თქვენ თქვით, რომ ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ ვერ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო, რუსეთსაც თვლით ამ სიაში? ,,რუსეთთან მართლები რომ ვიყავით, მოვიგეთ სტრასბურგი და ვერ მოვიგებდით 2012 წლამდე რა პოზიციაც ჰქონდა ამ ქვეყანას, სამწუხაროდ, იმ პოზიციით. იმიტომ, რომ ისკანდერის ნაწილები იყო დამალული, მთავარი მტკიცებულება არ იყო საქმეში, ახლა არ გაიშვირო ხელიო მეუბნები, რანაირად.’’ – ასე უპასუხა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ხათუნა სამნიძის შეკითხვას. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მათ ხელი ჰქონდათ მოწერილი რეზოლუციაზე, სადაც აღიარებდნენ, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და სწორედ აქ არის მართალი ,,ქართული ოცნება.’’ ,,რეზოლუციაზე მხარდაჭერილი გქონდათ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომიო, არ უნდა ვიყოთ მართლები შესაბამისად, პირველ რიგში, შეიძლება იქ უნდა ვიყოთ მართლები.’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება