მამუკა მდინარაძე-ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს, დიფ სტეიტის გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება

ა„წინა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, ამის შემდეგ შეიცვალა მმართველობა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს, რომ დიფ სტეიტის გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. „წერილში რაც იყო გადმოცემული ბატონი ბიძინას მიერ, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და ამის ინტერპრეტირებას ახლებურად არ შევეცდები. მინდა ძალიან სახალხო ენაზე განვმარტო მოცემული რეალობა, რასთან გვაქვს საქმე. წინა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, ამის შემდეგ შეიცვალა მმართველობა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს რომ დიფ სტეიტის გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება. მაგალითად ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა რეალური გახდეს და არა ისეთი, რომ მარტო სიტყვით, ფურცლით და დეკლარირებაში აისახებოდეს. უვიზო რეჟიმი დააწესონ. ანუ, პირდაპირი, რეალური კომუნიკაცია, რაც ქართველ ხალხს და ამ ქვეყანას გამოადგება. ასეთი არასდროს ყოფილა. მიუხედავად ამისა ჩვენ ერთმანეთს ვეძახდით სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დღეს შეგვიძლია, რომ ამაზე პირდაპირ ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ 5 და 6 წლის წინაც კი ამაზე ლაპარაკი სხვა უხერხულობებს ქმნიდა და პირდაპირ ვთქვათ, რომ სხვა პრობლემებსაც ქმნიდა უხერხულობის გარდა. დღეს, საბედნიეროდ ეს საფრთხეები აღარ არსებობს და ამიტომ დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების გაზრდის პარალელურად ჩვენ თავისუფლად ვლაპარაკობთ ამაზე“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება