fbpx

მამუკა მდინარაძე: ჩვენს ოპონენტებს უნდათ, რომ არჩევნების გარეშე მართონ ქვეყანა

ჩვენი ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ ჩვენ ამაში არ ჩავერევით თქვენ არ უნდა დანიშნოთ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, უნდა დავნიშნოთ ჩვენ. მერე ისეთივე წარმატებით გამოიძიებენ რეალობას, როგორი რეალობაც იყო მაგალითად ISFED-ის მიერ დადებული პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ლომჯარია ან გიგაური იყოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომ „ნაცურ“ სტილში, ექნება თუ არ ექნება მტკიცებულება, მაინც ვიღაცები უნდა დაიჭირონ. ამბობენ: „ანტიკორუფციული ბიურო მოგვეცით ჩვენ, რომ დაგიჭიროთ ყველა, მოვატყუოთ ხალხს და არ ექნება მნიშვნელობა დამნაშავე იქნება თუ არა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, მაინც უნდა დავიჭიროთ“. ამას ნიშნავს მათი მოთხოვნა. რეალურად ჩვენ ვამბობთ, რომ საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე მორგებულს ვაკეთებთ ყველა კანონმდებლობას, ეს არის საარჩევნო კოდექსი, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული საკითხები. ისინი ითხოვენ ისეთი ნორმების მიღებას, რომელსაც ერთი პრეცედენტი არ გააჩნია ხოლმე ძალიან ხშირ შემთხვევაში და რაც მთავარია, მათ სჭირდებათ ბერკეტი, მართვის ბერკეტი. უნდათ, რომ არჩევნების გარეშე მართონ ქვეყანა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება