fbpx

მამუკა მდინარაძე-ჩვენი სამაგალითო პოლიცია ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფოებრივი და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და როდესაც ადამიანები მოინდომებენ პოლიციელების ცოცხლად დაწვას, ამაზე აუცილებლად გაგცემთ პასუხს

„როდესაც ადამიანები მოინდომებენ პოლიციელების ცოცხლად დაწვას, აუცილებლად გაგცემთ პასუხს,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქნება ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და აუცილებლად დაბრუნდება თავის საპატიო ადგილზე ევროპაში.

„ჩვენი სამაგალითო პოლიცია, დღეს უკვე ამის თქმის საშუალება ჩვენ ყველას ერთად გვაქვს, ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფოებრივი ინტერესების და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და როდესაც ადამიანები მოინდომებენ პოლიციელების ცოცხლად დაწვას, აუცილებლად გაგცემთ პასუხს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საქართველო, ქართული ხელისუფლება და ქართული საზოგადოება ყოველთვის იქნება ეროვნული ინტერესების, ტრადიციების, ჩვენი წარსულის, ჩვენი მომავლის სადარაჯოზე, ჩვენი რწმენის სადარაჯოზე, ჩვენი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სადარაჯოზე და ამ ყველაფრის იმიჯის შელახვას არ დავუშვებთ, და ეს ყველაფერი თავის მხრივ თავსებადია ევროპულ ღირებულებებთან. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ის აუცილებლად დაბრუნდება თავის ღირსეულ საპატიო ადგილზე ევროპაში. ამას ჩვენ ყველანი ერთად უზრუნველვყოფთ ამ მავნებლობის მიუხედავად.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება