მამუკა მდინარაძე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არცერთი დღე პარტია „ნაცმოძრაობასთან“ გეკა გელაძეს შეხება არ ქონია და ერთადერთი პარტია, რომელთანაც შეხება ჰქონდა და რომლის გუნდის წევრიც არის, ეს არის „ქართული ოცნება“ შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არცერთი დღე პარტია „ნაცმოძრაობასთან“ გეკა გელაძეს შეხება არ ქონია და ერთადერთი პარტია, რომელთანაც შეხება ჰქონდა და რომლის გუნდის წევრიც არის, ეს არის „ქართული ოცნება“. „ნაცმოძრაობის“ დროს ჰქონდა რიგითი პოზიციები და ყველა მაღალი თანამდებობა, რასაც იკავებდა, ჰქონდა „ქართული ოცნების“ დროს. 3 თუ 4 მარტო სამინისტრო გამოიცვალა მინისტრის მოადგილის რანგში, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დასაყრდენი კაცია, მენეჯერი, გუნდში ცნობილი თავისი მენეჯმენტით და საუკეთესო უნარებით. რა ნაცობაზეა საუბარი?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ გეკა გელაძის დისკრედიტაციას მათი გუნდის წევრობის დაბრალებით ცდილობს. „წარმოიდგინეთ ახლა, ლევან ხაბეიშვილი რომ ამბობს „ნაცი გელაძეო“, ანუ დისკრედიტაციას, რა დონის ხალხია, რომ ჩვენი გუნდის წევრი იყოო, თან ატყუებენ და აბრალებენ და თან ჩვენი გუნდისო და თან დისკრედიტაციად აღიქვამენ და ამაზე მეტი თვითლუსტრაცია, ნაცების მომხრეებს მივმართავ, თუ კი ვინმე ისმენს ამას, რა უნდა იყოს. თან აბრალებენ და თან თავის გუნდის წევრობას და ეს მიაჩნიათ დისკრედიტაციად და დისკრედიტაცია სწორად მიაჩნიათ, მაგრამ გუნდის წევრი არ იყო მათი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ