fbpx

მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდაზე: არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ

„ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი [ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის შესახებ] კანონპროექტის მიღება.

ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება, მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს და მესამე – მე პირადად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიაჩნია და მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც შეიძლება მართალი აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ნიშანდობლივია, რომ „ნაცმოძრაობა“, მისი კლასტერი და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო.

„ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ ნაცმოძრაობა, მისი კლასტერი და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო. მინდა დაგაწყნაროთ, ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება, გავიმეორებ, სამართლებრივი მოსაზრებების გამო, იმის გამო რომ თქვენ, რადიკალური ლგბტ პროპაგანდისტები, რადიკალური ძალები ამით პირიქით, შეიძლება ისარგებლებთ და მესამე – ვფიქრობ, ნებისმიერ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა. აბსოლუტურად სხვა რამ არის ადამიანის ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების დაცვა, რასაც განუხრელად მისდევს ჩვენი ქვეყანა. არა ერთი კანონია ამასთან დაკავშირებით მიღებული და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები, რომელიმე ჯგუფის უფლებები იქნეს დარღვეული, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ ამისგან ლგბტ პროპაგანდა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება