მამუკა მდინარაძე „ფარას“ აღსრულებაზე: გაცილებით მკაცრია პასუხისმგებლობა, ვიდრე წინა შემთხვევაში – ყველა პუნქტი, ყველა სიტყვა, გადმოწერილია ამერიკული კანონიდან, შესაბამისად აღსრულებაც ზუსტად მოხდება ამერიკულად და არა რუსულად, როგორც ტვინში ჩაუჭედეს ვიღაცეებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ „ფარას“ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ფარას“ კანონის აღსრულება მოხდება ისე, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება და შესაბამისად პასუხისმგებლობაც გაცილებით მკაცრია, ვიდრე წინა შემთხვევაში. „როგორც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. გაცილებით მკაცრია პასუხისმგებლობა, ვიდრე წინა შემთხვევაში. ზუსტად ისე, როგორც ხდება აშშ-ში, იმიტომ რომ ერთი-ერთშია გადმოწერილი კანონი და აღსრულებაც ზუსტად ისე მოხდება, როგორც აშშ-ში. რიგ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ყველა პუნქტი, ყველა სიტყვა, გადმოწერილია ამერიკული კანონიდან, შესაბამისად აღსრულებაც ზუსტად მოხდება ამერიკულად და არა რუსულად, როგორც ტვინში ჩაუჭედეს ვიღაცეებს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება