უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. მას ექნება თავისი როლი „ნაცმოძრაობის კლასტერში განაწილებულ სხვადასხვა როლს შორის“, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის პიარ სტრატეგის მიჰყვება, თუმცა „თან მესიჯებში აირია“.
„აქამდე ხომ იძახდა, რომ კურსიდან გადახვეული გვქონდა და ახლა ამბობს, თუ გადაუხვიესო. თუ „ქართულ ოცნებას“ კურსიდან გახვეული აქვს, მაშინ დღესვე უნდა გადადგეს და ჩაერთოს პოლიტიკაში. ახლა ამბობს, რომ ჯერჯერობით, მისი აზრით მაინც ისევ დასავლურ კურსს ვადგავართ. აი, ამ აბსურდში იხლართებიან. პრაქტიკულად ამით უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. მას ექნება თავისი როლი „ნაცმოძრაობის“ კლასტერში განაწილებულ სხვადასხვა როლს შორის“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამ ბოლო დროს ფსევდოშუაშისტური როლია მოდაში და სალომე ზურაბიშვილიც მოდის ამ ტენდენციებს მიჰყვება.