fbpx

მამუკა მდინარაძე ტვ ფორმულას – არათუ ივერი მელაშვილს, დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვით ჩემს ისეთ ინტერვიუს, როდესაც მოღალატედ მოვიხსენიებ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს

მამუკა მდინარაძე ტვ ფორმულას – არათუ ივერი მელაშვილს, დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვით ჩემს ისეთ ინტერვიუს, როდესაც მოღალატედ მოვიხსენიებ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არათუ ივერი მელაშვილს, შეიძლება ვერ ნახოთ და დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვით ჩემს ისეთ ინტერვიუს, როდესაც მოღალატედ მოვიხსენიებ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. „სავარაუდო დამნაშავეს“ ვამბობ და ვიმეორებ, რომ ვიღაცამ ასეთი სპეკულირება ვერ შეძლოს – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტვ „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეოს. მამუკა მდინარაძის თქმით, ვიდეოში კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოყენებული ყველა ეპითეტი „ნაცმოძრაობაზეა“. „გუშინ ერთმა თქვენმა კოლეგამ დამისვა შეკითხვა და მერე მითხრა, რომ ივერი მელაშვილს თქვენ მოღალატეს უწოდებდითო, ვუთხარი მაჩვენეთ მეთქი. შემდეგ მომწერა ამ არხმა და შევთანხმდით, რომ იქ ასეთი არაფერი იყო ნათქვამი, პირიქით. არ მეგონა ამ პირადი მიმოწერის შემდეგ, რომელსაც რა თქმა უნდა უფრო დეტალებში არ ვასაჯაროებ, ამის შემდეგ თუ კიდევ რაღაცას იკადრებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ჟურნალისტზე არ იყო დამოკიდებული და დღეს გამოუდიათ რაღაც ვიდეო და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ყველა ის ეპითეტი, რაც გამოყენებულია, არის „ნაცმოძრაობაზე“ და როდესაც კონკრეტულად საკითხი დგას მაგალითად, იმ მაშინდელ სავარაუდო დამნაშავეებზე სწორედ ასე ვამბობ და ეს ამოჭრეს. „სავარაუდო დამნაშავეს“ ვამბობ და ვიმეორებ, რომ ვიღაცამ ასეთი სპეკულირება ვერ შეძლოს. არა, სხვა რას ეძახდა, ერთი წამით, გუშინ ხომ იყო საუბარი იმაზე, მე დავუძახე თუ არა მას მოღალატე. არათუ ივერი მელაშვილს, შეიძლება ვერ ნახოთ და დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვით ჩემს ისეთ ინტერვიუს, როდესაც ასე მოვიხსენიებ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ ბევრი არგუმენტის გამო მათ შორის, გარეჯის არგუმენტის გამოც ხშირად დავუძახებ იგივეს იმიტომ, რომ ეს ჩემი აზრით დღესაც ვიმეორებ იყო ღალატი, ოღონდ ახლა დავაკონკრეტებ იგივე სპეკულირება რომ არ შეძლონ და იგივე ამოჩეხვა-დაჩეხვა და ისევ ხალხის მოტყუება, ახლა დავაკონკრეტებ, რომ მაშინაც და ახლაც ვლაპარაკობდი „ნაცმოძრაობაზე“, რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა, რომელმაც გარეჯის საქმე „უზრუნველყო“, ამას თუ უზრუნველყოფა ჰქვია, რომელმაც შემდეგ იქაც ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, თვითლუსტრაცია თუ ვინმეს მოუნდება მეთქი, ამას ვიმეორებ ისევ, მაშინ ეს იქნება ღალატი და სამშობლოს გაყიდვა თქო და მხარდაჭერით დამნაშავეების. რაც შეეხება კონკრეტულად გუშინდელ დღეს, ტვ “პირველმა“ რაც არ უნდა დაიცვათ „ფორმულა“, რეალურად ამოჭრეს, მიჩეხეს, მოჩეხეს და კონკრეტული ადამიანის მიმართ ვერსად ნახეს, რომ ასეთ ფრაზას ვიყენებ. პირიქით, სპეციალურად, ახლა მე თქვენ მოგასმენინეთ მომენტი, როდესაც მათ ამოჭრეს ფრაზა, სადაც სპეციალურად ვიმეორებ „სავარაუდო დამნაშავე“ და ბევრი ასეთი მომენტია იქ კიდევ პოლიტიკურად დავარქვათ და მსგავსი ტერმინები, რომელიც ამოჭრეს იმიტომ, რომ ხალხი მოატყუონ. ეს არის საქართველოში მედიის ნაწილის რეალური მდგომარეობა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება