fbpx

მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“ – თქვენი ინტერპრეტაცია არის არასწორი, მე პირადად ვიყავი თქვენი ინტერპრეტაციის ობიექტი, ეს სიბინძურე უნდა დაამთავროთ, ბოლოს მაინც ირკვევა ყველაფერი, ორდღიანი პიარები არ გაგივათ

როდესაც ჩვენ ვმიჯნავთ ერთმანეთისგან იმ ადამიანებს, რომლებიც იღუპებიან ბრძოლის ველზე, რომლებიც ებრძვიან ოკუპანტს, საკუთარი რეალური რწმენით, ვაჟკაცური ენთუზიაზმით იბრძვიან, იმ ადამიანებს ნუ კადრებთ იმას, თითქოს მე ან სხვა ვინმემ უწოდა რაღაც ცუდი სახელი. თქვენი ინტერესია და თქვენი მხრიდან არის შეურაცხყოფა მეომრების, რომლებიც ენთუზიაზმით და ვაჟკაცურად იბრძვიან, ბრძოლის ველზე არიან და ოკუპანტებს აკვდებიან, მათ ჩვენ კი არა, თქვენ კადრებთ, კონკრეტულად თქვენი ტელევიზია, „მთავარზე“ უფრო „ტვ პირველი“ კადრებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ პირველის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი დაუკავშირდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის იქიდან, სადაც ბრძოლა მიდის და როდესაც მოისმინეს ჩანაწერები და არა ჰედლაინები, რომელიც „ტვ პირველმა“ გამოიტანა, დარწმუნდნენ, სად იყო სიმართლე, სად პროვოკაცია, სად ნაცური მესიჯბოქსი, სად საქართველოსთვის მტრული მესიჯბოქსი და სად ტყუილი, რომ თითქოს ვინმე აპირებს მოქალაქეობის ჩამორთმევას მებრძოლებისთვის, იმიტომ, რომ იბრძვიან.

„თქვენი ინტერპრეტაცია არის არასწორი, ისევე, როგორც მე პირადად ვიყავი თქვენი ინტერპრეტაციის ობიექტი. როდესაც ჩვენ ვმიჯნავთ ადამიანებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან და სხვა ადამიანებზე ვსაუბრობთ, თქვენი ინტერესია და თქვენი მხრიდან არის შეურაცხყოფა მეომრების, რომლებიც ენთუზიაზმით და ვაჟკაცურად იბრძვიან, ბრძოლის ველზე არიან და ოკუპანტებს აკვდებიან, მათ ჩვენ კი არა, თქვენ კადრებთ, კონკრეტულად თქვენი ტელევიზია, „მთავარზე“ უფრო „ტვ პირველი“ კადრებს, იმიტომ, რომ თქვენი აწეული თემებია ამ დღეებში.
ჩვენ ვმიჯნავთ, დიახ, უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ როდესაც ვმიჯნავთ ერთმანეთისგან იმ ადამიანებს, რომლებიც იღუპებიან ბრძოლის ველზე, რომლებიც ებრძვიან ოკუპანტს, რომლებიც საკუთარი რეალური რწმენით, ვაჟკაცური ენთუზიაზმით იბრძვიან, იმ ადამიანებს ნუ კადრებთ იმას, რომ თითქოს მე ან სხვა ვინმემ, ამ ადამიანებს უწოდა რაღაც ცუდი სახელი. მებრძოლებზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მართლაც იყო რამდენიმე განცხადება, სელფების გადასაღებად და ვიღაცეებს სცალიათ ხოლმე, რომ სატელევიზიო ეთერებში ჩაერთონ ნაცმოძრაობის პოლიტიკური მესიჯბოქსით. ჩვენ ეს ხალხი უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან, ამაზეა ლაპარაკი.
ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის იქიდან, სადაც ბრძოლა მიდის და მეუბნებიან რაღაც ხომ არ იყო ცოტა ზედმეტი, მაგრამ როდესაც რეალურად ვუთხარი და მოისმინეს ჩანაწერები და არა ჰედლაინები, რომელიც თქვენ გამოიტანეთ, მერე დარწმუნდნენ აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიაში, დარწმუნდნენ, სად იყო სიმართლე, სად იყო პროვოკაცია, სად იყო ნაცური მესიჯბოქსი და სად იყო საქართველოსთვის მტრული მესიჯბოქსი და სად იყო ტყუილი, რომ თითქოს მაგალითად ვინმე აპირებს მოქალაქეობის ჩამორთმევას მებრძოლებისთვის, იმიტომ, რომ იბრძვიან. ეს უბინძურესი ტყუილი სად იყო, ის ხალხი დარწმუნდა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ტვ პირველმა სცადა მებრძოლების მოტყუება, თითქოს მათ ვიღაც მტრობს და მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებს.
მისივე თქმით, საქმე ეხებოდა მხოლოდ იურიდიულ განმარტებას, როდესაც მას ჰქონდა პრეტენზია რეკრუტირების ავტორთან იმაზე, რომ ვისაც ამას ეუბნები, იმ ადამიანს უნდა მიაწოდო სრული ინფორმაცია, მათ შორის კანონმდებლობის ჩანაწერის შესახებ.
„ახლაც სპეკულირებთ, კონსტიტუციის მუხლი არ არის, უნდა წაიკითხო და მიხვდები, რომ კანონის მუხლია, კანონის ნორმაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტექსტში იყო ნახსენები, როდესაც ადამიანი ეუბნება, რომ რეკრუტირებას უკეთებს თავისივე განცხადებით და აღიარებით, თქვენ რომ წინა დღეს მტკიცებულებას მთხოვდით, მტკიცებულება დაიდო თუ არა, ამის გადასაფარად, თქვენ სცადეთ მებრძოლების მოტყუება, რომ თითქოს მათ ვიღაც მტრობს და მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებს. ამ დროს, უამრავი დათქმა აქვს იმ მუხლს, რომელიც დეტალურად იქნა იურიდიულ დონეზე განმარტებული და თქვენი ბინძური ტყუილი იყო მხოლოდ ეს. ჰედლაინს რომ ნახავს ადამიანი, მეტი დრო თუ არ აქვს, შეიძლება მართლა დარწმუნდეს იმაში, რომ ვიღაც მართლა ამას აპირებს, უამრავი დათქმის და იურიდიული განმარტების მიუხედავად. აქედან გამომდინარე, ეს სიბინძურე უნდა დაამთავროთ რამენაირად იმიტომ, რომ ბოლოს მაინც ირკვევა ყველაფერი და ეს ორდღიანი პიარები არ გაგივათ.
ახლაც სიბინძურეს აკეთებთ, თქვენ თვითონ თქვით, რომ ჩამორთმევას აპირებთო და ტყუილია, ახლა იტყუებით პირდაპირ ეთერში.
როდესაც მე გავმიჯნე ადამიანები, რომლებიც დავუშვათ, ტელეკამერის წინ პოზირებენ და ადამიანები, რომლებიც იბრძვიან და იღუპებიან მართლაც გმირულად, ეს გამიჯვნა არ გაწყობთ, ამაზე არსად არ ლაპარაკობთ. არც ერთი ჩანაწერი, სადაც არაერთხელ ამაზე ვილაპარაკე, თქვენ არ გაგიშვიათ. თქვენ გაუშვით ჰედლაინი, სხვათა შორის ყველაფრის მკადრებელმა ადამიანებმა აწიეს ეს თემა, იმ ღამეს არაფერი არ ხდებოდა, ყველაფრის მკადრებელმა თქვენმა პარტნიორმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს, რომ ემუქრებაო ვიღაც ჩამორთმევითო. მე მხოლოდ ვსაუბრობდი იმაზე, რომ მტკიცებულება მოვიტანე. იყო ერთერთი ტელევიზიის, პოსტვ-ის ექსპერიმენტი, სადაც მიწერეს და დაუდასტურა გარკვეული საკითხები. წინა დღეს თქვენ პირადად ითხოვდით დაორგანიზების მტკიცებულებას და ვინმეს იქ ხელფასი ან ფული რომ ეხსენებინა, რა დღეში ჩააგდებდით რესპოდენტს, ამაში ყველანი დარწმუნებულები ვართ. მტკიცებულება როცა გაჩნდა, რომ თურმე მართლა ხდება გარკვეული ორგანიზება, ეს ლეგიტიმურია, თუ არა, ამასაც რომ თავი დავანებოთ, თურმე მართლა ხდება რაღაც ხელფასის გადახდა, რომელიც არაფერს გამორიცხავს, არც ერთი მხრივ ვაჟკაცობას და გმირობას, არც მეორე მხრივ ბევრ რაღაცას, მაგრამ როდესაც ამას ასე ბიძურად აშუქებთ, ეს არის ხალხის მოტყუება. საქმე გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ განმარტებასთან, როდესაც მე მქონდა პრეტენზია რეკრუტირების ავტორთან, რომ თუ ამას ეუბნები, სრული ინფორმაცია, მათ შორის კანონმდებლობის ჩანაწერის შესახებ უნდა მიაწოდო ადამიანს, ვისაც ამას ეუბნები. მხოლოდ ეს მიზანი, თქვენ გამოიყენეთ ბინძური ტყუილისთვის. აქამდე ჩამოურთმევიათ ვინმესთვის მოქალაქეობა? დაუკარგავს? საუბარი არაფერ შუაშია, აწი დაიმახსოვრეთ რამდენი თვე გავიდეს და რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ შეგახსენებთ და მიხვდებით, რომ სიბინძურე იყო“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება