fbpx

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე – რატომ არ იკეთებს გადასხმას? გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება, სინამდვილეში ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე – რატომ არ იკეთებს გადასხმას? გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება, სინამდვილეში ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით რატომ არ იკეთებს გადასხმას? გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება კიდეც რომ ვერ ჭამდეს, მაგრამ სინამდვილეში ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ სააკაშვილი აგრძელებს თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად. მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს პენიტენციური სისტემა, რომელიც თვითდაზიანებაზე გათავისუფლებით რეაგირებს. „ერთი პროცენტი დაუშვით, რომ მართლაც ვერ ჭამს, არადა, ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს, ანუ, თვითდაზიანებას ეწევა, მაგრამ ეს რომ არ დაიჯეროს ვთქვათ ნაცმოძრაობის აქტივისტმა და გჯერა, რომ მართლაც არ შეუძლია ჭამა, მარტივი კითხვაა – რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას, მაგალითად გადასხმებით რატომ არ იღებს იმ კალორაჟს, რაც მარტივი შესაძლებელია სამედიცინო თვალსაზრისით, შესაბამისად, ეს არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ ის აგრძელებს თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად. მარტივად შეუძლია ყველას დასვას კითხვა, რატომ არ იკეთებს გადასხმას. ხომ ყველამ ვიცით, ამას სამედიცინო სფეროში განსწავლულობა არ ჭირდება, გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება კიდეც რომ ვერ ჭამდეს, მაგრამ სინამდვილეში ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით. მსოფლიოში არ არსებობს პენიტენციური სისტემა, რომელიც თვითდაზიანებაზე რეაგირებს გათავისუფლებით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, გამოსავალი არის იმაში, რომ სააკაშვილმა საჭმელი ჭამოს. „გამოსავალი არის ჭამოს, ადამიანმა შექმნა სისტემა, რომელიც აწამებდა, კლავდა ციხეში და ახლა სახელმწიფო ეხვეწება, რომ საჭმელი ჭამოს, რაც შეუძლია“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება