fbpx

მამუკა მდინარაძე პრემიერის ვიზიტზე: რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას და მოგონილ ამბებს დატუქსვასთან დაკავშირებით, ეს არის ორღობეში ჭორაობა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონია

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას და მოგონილ ამბებს დატუქსვასთან დაკავშირებით, ეს არის ორღობეში ჭორაობა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

„თუ ბოლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო გზავნილები გახმოვანებულა, გამორჩეული იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში გახმოვანებული გზავნილები. ოპონენტები რეალობის მიღმა სპეკულაციურ მესიჯებს ახმოვანებენ. იყო ძალიან პოზიტიური, იმედის მომცემი, სწორი შეფასების გზავნილები ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და პარტნიორებისგან, ლიდერებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილებიც იყო ყოველგვარ ბუნდოვანებას მოკლებული და ძალიან მკაფიო, რომ საქართველო ადგას გზას, სადაც პრიორიტეტები არის ევროკავშირის წევრობა, დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, მშვიდობა, რაც ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. არავინ აპირებს, რომ ცალ-ცალკე კონტექსტში ეს საკითხები განიხილოს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. ეს გაახმოვანა პრემიერ-მინისტრმა. ამის მიმართ მიმღებლობა იყო მაღალი, ისე, როგორც არასდროს და შესაბამისად, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ვიზიტით. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას და მოგონილ ამბებს დატუქსვასთან დაკავშირებით, ეს არის ორღობეში ჭორაობა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონია. ადამიანები საუბრობდნენ სხვა რამეს და ესენი [ოპოზიცია] ჭორაობდა სხვას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება