fbpx

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრაზე: რეალურად, დღეს შეხვდა პრეზიდენტი მის მთავარ თანამზრახველებს. ისინი ასრულებდნენ როლებს – ერთი მხარე პრეზიდენტის, მეორე – კონსტრუქციული ოპოზიციის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი მთავარ თანამზრახველებს შეხვდა, უბრალოდ მათ პრეზიდენტისა და ოპოზიციის როლი შეასრულეს.

„რეალურად, დღეს შეხვდა [პრეზიდენტი] მის მთავარ თანამზრახველებს, მთავარ პარტნიორებს, სადაც მათ უნაწილდებათ როლები და დღეს ისინი ასრულებდნენ როლებს – ერთი მხარე პრეზიდენტის, მეორე – კონსტრუქციული ოპოზიციის. რაც არ უნდა ირონიული იყოს ეს ამბავი, ამ „კონსტრუქციულ ოპოზიციას“ „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, რომელიც თავი და თავია ყველაფრის და მისი განშტოებებია ხაზარაძე, გახარია, სხვა პარტიები. ამ როლების შესრულების ბოლო არ არის ის ფინალი, რაც მათ წარმოუდგენიათ, რადგან მათი წარმოდგენა არ არის რელევანტური. მათი წარმოდგენა არის აბსოლუტურად უტოპიური. მათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა ისე, რომ ხალხის მხარდაჭერა არ იყოს ამისი საფუძველი, რაც შეუძლებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და მერე კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში. ფიქრობენ ალტერნატიულ გზებზე, რომელსაც არ ექნება გასავალი, რაც წამოცდენების მიხედვით, რევოლუციურ საწყისებზე, „მოლოტოვის კოქტეილებზეა“ აგებული. ამას არ დაუშვებს სახელმწიფო იმდენად ძლიერია და ეს აწუხებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდება. ორბელიანების სასახლეში თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მივლენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება