fbpx

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებზე: ეს კლასტერი უკვე გახვეულია „ქოლცენტრების“ ქარიშხალში სხვადასხვა მიმართულებით – შეგვიძლია უამრავი არგუმენტი ჩამოვთვალოთ, რატომ შეიძლება აწყობდეთ გამოძიებაზე ინიციატივა თვითონ წამოიღონ

მათ სურთ ხელი შეუშალონ გამოძიებას და მის რეალურ მიმართულებას, რაც შეიძლება დეტალურად ჩაიხედონ ამ საქმეში, თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა და ა.შ. შეგვიძლია უამრავი არგუმენტი ჩამოვთვალოთ, იმ ადამიანებს რატომ შეიძლება აწყობდეთ „ქოლცენტრებზე“ თვითონ წამოიღონ ინიციატივა გამოძიებაზე, რომელშიც თავად იმხილებიან, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც „ქოლცენტრების“ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი უკვე დაკავშირებულია ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან. მათი მხრიდან ქართველი და ევროპელი სამართალდამცველებისთვის უნდობლობის გამოცხადება და მიმდინარე გამოძიების პარლამენტში გადმოტანის მცდელობა კი, სწორედ გამოძიებისთვის ხელის შეშლის სურვილით აიხსნება.

„სხვადასხვა მიმართულებით ეს კლასტერი უკვე გახვეულია ამ “ქოლცენტრების” ქარიშხალში – სხვა ახსნა ამას არ შეიძლება ჰქონდეს.
საქართველოს პარლამენტი არ არის საგამოძიებო უწყება. როგორ შეიძლება, შენ  ეჭვი შეიტანო სამართალდამცველების პროფესიონალიზმში და  ჩათვალო, რომ პარლამენტში, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება, გარდა რეკომენდაციისა, ამ მიმართულებით არ შეუძლია, უნდა წამოიღო ეს საქმე – თან საუბარია მიმდინარე გამოძიებაზე და ურთულეს დეტალებზე, სადაც მტკიცება ჭირს ძალიან. მე, როგორც იურისტი და სისხლის სამართლის სპეციალისტი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამასთან დაკავშირებით თითოეულ სიტყვას, იმიტომ, რომ აქ ბრალდების მტკიცების სტანდარტი არის ურთულესი დასაცავი.“ – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით,  „ქოლცენტრების“ საქმე რთულად გამოსაძიებელია სხვადასხვა პრობლემების კორელაციის გამო, ვინაიდან ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირის პოვნა რთულდება. მიუხედავად ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქართველი სამართალდამცველები გამოძიებას  წარმატებით ართმევენ თავს.

„ყოველდღე, ხედავთ, რაღაც ინფორმაციები ვრცელდება და როგორ ხდება დამთხვევები ისე, რომ ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერთან – ჟურნალისტთან თუ პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. ახლა უნდა წამოვიღოთ მასალები და ამ პოლიტიკოსმა, რომლის  ძმასაც, მის ვერსიას რომ გავყვეთ,  გაქირავებული აქვს ფართი, სადაც აღმოჩნდა „ქოლცენტრი“ –  მან უნდა გამოიძიოს თურმე ეს საქმე და არა ქართველმა და ევროპელმა სამართალდამცველებმა.  არა იმ ქართველმა სამართალდამცველებმა, რომლებმაც ევროპელი კოლეგების გარეშეც კი, ძალიან ბევრი ეპიზოდი დიდი წარმატებით გახსნეს საქართველოში.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება