fbpx

მამუკა მდინარაძე ,,მთავარ არხს“ : თქვენ გინდათ საქართველო ჩაითრიოთ ომში, ჩვენ ამას არ დაგანებებთ

მამუკა მდინარაძე ,,მთავარ არხს“ : თქვენ გინდათ საქართველო ჩაითრიოთ ომში, ჩვენ ამას არ დაგანებებთ ,,უკრაინის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს რომ მოსთხოვ პასუხს, რატომ არ აწერს მისი ხელისუფლება ხელს და რატომ არ უერთდება ამ კონკრეტულ თემას, როდესაც ნატოს ქვეყნები, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები, მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნები ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ საკითხებზე თავს იკავებენ, ამიტომაც ხართ დამატებით საქართველოს მტრები’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,მთავარი’’ არხის ჟურნალისტის შეკითხვას. როგორც მდინარაძემ განაცხადა, მათ სურთ საქართველოს ჩართვა ომში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. „უკრაინის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს რომ მოსთხოვ პასუხს, რატომ არ აწერს მისი ხელისუფლება და რატომ არ უერთდება ამ კონკრეტულ თემას, როდესაც ნატოს ქვეყნები, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნები ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ საკითხებზე თავს იკავებენ და თქვენ საქართველოს ხელისუფლებას ბოდიში გამოთქმისთვის და აწვებით, ამიტომაც ხართ დამატებით საქართველოს მტრები, იმიტომ, რომ თქვენ გინდათ საქართველო ჩაითრიოთ ომში და ჩვენ ამას არ დაგანებებთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება