fbpx

მამუკა მდინარაძე მთავარ არხს: სარეკლამო ბაზრიდან თქვენ შემოგდით რამდენიმე ერთეული მილიონი, დანარჩენი სახსრები საიდან მოდის? პასუხს ვერ მცემთ იმიტომ, რომ ყველაზე გაუმჭვირვალე ამბავია საიდან ფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომელზეც კანონშია საუბარი

„სარეკლამო ბაზარი საქართველოში არის 60-70 მილიონი ლარი მაქსიმუმ, დაახლოებით მაგდენივე სჭირდება თქვენს ტელევიზიას და 5 პროცენტი გაქვთ ბაზრის წილი. შესწავლილი მაქვს ძალიან კარგად ეს თემა. პრაქტიკულად სარეკლამო ბაზრიდან თქვენ შემოგდით რამდენიმე ერთეული მილიონი, რაც თქვენთვის არის ძალიან ცოტა. დანარჩენი თანხები საიდან მოდის,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ მისამართით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იმ ხალხისგან, რომლებმაც თავის დროზე, სამხედრო დანაშაული დააბრალა საკუთარ სამხედროებს რუსულზე მითითება არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ბინძური ფეიკი.

„თუ გნებავთ ერთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. მთავარი არგუმენტი ხომ ჰქონდათ, რომ გამჭვირვალეა. ამ მოწოდების ავტორი ტელევიზიის დამფინანსებელი რომელიმე თქვენგანმა იცით ვინ არის? ან მთავარი არხიდან რომელიმე ბრძანდებით აქ? ხომ გამჭვირვალეა ყველაფერი. ნაცების და ენჯეოსექტორის გარკვეული წარმომადგენლების მთავარი არგუმენტი ხომ იყო, საიდან ფინანსდება თქვენი არხი. საიდან მოდიოდა აქამდე, იმ 3 თვის წინა პერიოდამდე იცით თუ არ იცით? დამატებითი რეკლამის გარდა სახსრები საიდან ჰქონდა მთავარ არხს იცით? რატომ ვერ მცემთ თქვენ პასუხს, იმიტომ რომ არა თუ გამჭვირვალეა, ყველაზე გაუმჭვირვალე ამბავია საიდან ფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომელზეც არის საუბარი კანონში. სპეკულაცია და ტყუილი რაში მდგომარეობს იცით, არათუ რუსული კანონი და შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად, თან იმ ხალხისგან რომლებმაც თავის დროზე, შემთხვევით არ ვამბობთ ამ წინადადებას, ცოტა უნდა გეუხერხულებოდეთ თითოეულ თქვენგანს, თუ სხვანაირად ფიქრობთ, ომის დაწყება, სამხედრო დანაშაული დააბრალა საკუთარ სამხედროებს. ამ ხალხისგან რუსულზე მითითება არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და უბრალო ფეიკი, მეტიც, ბინძური ფეიკი.“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება