fbpx

მამუკა მდინარაძე: კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგში საქართველოს 41-ე ადგილზე დაწინაურება “საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ნეგატიურად შეფასდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის 116-ე ადგილი ამავე ორგანიზაციის უკრაინის ოფისმა დადებითად შეაფასა

ამ ქვეყანაში ყველაზე მდიდარი რამდენიმე ენჯეო რომ
არის ნაცმოძრაობის დანამატი და არამხოლოდ ნაცმოძრაობის: მათ ერთი დავალების მიმცემი ჰყავთ რაღაც ხაზით და ეს იკვეთება მათ საერთო მესიჯბოქსში, – ამის შესახებ “ღამის კურიერის” ეთერში, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგში საქართველოს 41-ე ადგილზე დაწინაურება “საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ნეგატიურად შეფასდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის 116-ე ადგილი ამავე ორგანიზაციის უკრაინის ოფისმა დადებითად შეაფასა.

“რა გააკეთა “გამჭვირვალობამ” უკრაინის შემთხვევაში და რა გააკეთა საქართველოში? – უკრაინა არის 116-ე ადგილზე, საქართველო 41-ე ადგილზე. იქაური “გამჭვირვალობის” მხრიდან უკრაინაზე პროგრესის შესახებ ნიუსი გავიდა. საქართველოში წინ წავიწიეთ, რამდენიმე ქვეყანას გავუსწარით, მათ შორის, 10-ზე მეტ ევროპულ ქვეყანას და ოცეულში მოვხვდით ამ ინდექსის ისტორიაში პირველად. ეს, უკრაინელებისგან განსხვავებით, ჩვენი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენლებმა უკიდურესად ნეგატიურად შეაფასეს. ეს არის განსხვავება: შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც პროგრესსაც კი, უბედურებად და ქვეყნის ჩამოქცევად წარმოგიდგენენ, არათუ რეალურ გასაკრიტიკებელს, რომელსაც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. უკრაინული გამჭვირვალობა კი 116-ე ადგილს პროგრესად წარმოაჩენს. ეს არის განსხვავება საკუთარი სამშობლოს სიყვარულს, დამოკიდებულებას და მავნებლობას შორის, იმიტომ რომ დაგავალეს და ასეთი საერთო მესიჯბოქსია შემუშავებული.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება