fbpx

მამუკა მდინარაძე: ზუსტად ვიცით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ოპონენტები საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ და სიმართლეც ვეღარ დაიმალება, ვინაიდან, ხალხი სიმართლეს უჭერს მხარს, დემოკრატია კი სწორედ ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს.

“ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას – მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების! დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს!..

ქვეყნის კურსი ჩვენ კონსტიტუციით განვსაზღვრეთ და ზუსტად ვიცით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, ეროვნული იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე!
ამას საქართველო აღარასდროს დაუშვებს!

ღირსებითევროპაში” – წერს მამუკა მდინარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება