fbpx

მამუკა მდინარაძე: ვერ წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში გია ბარამიძეს დავეთანხმებოდი, მაგრამ წამოსცდა იმ კაცს სიმართლე ან შეგნებულად თქვა, რომ „გახარიები“ მათთან კოალიციაში არიან

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში გია ბარამიძეს დავეთანხმებოდი, მაგრამ წამოსცდა იმ კაცს სიმართლე ან შეგნებულად თქვა, რომ „გახარიები“ არიან მათთან კოალიციაში, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ყველამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოებში კოალიციაში არიან.

„ამ დროს ყოფნით იმის ძალა, ამჟამად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში მყოფ „გახარიებს“, რომ თქვან: „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათთან ოდესმე კოალიციაში ვიყოთ“. პარადოქსიც აღარ არის. დღეს კოალიციაში ერთად არიან და ამბობენ – მათთან კოალიცია წითელ ხაზად მიგვაჩნია. წარმოუდგენელი ამბავია. ეს რა ტაქტიკაა, პიარის ულტრათანამედროვე სტრატეგიაა, რომ შეგიძლია ამ ტრიბუნასთან იდგე და იძახო: „ახლა აქ არ ვარ“. მე მგონია, რომ რაღაც პოლიტიკურ უფსკრულში მიექანებიან ამ ყველაფრით“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება