fbpx

მამუკა მდინარაძე-დღეს იმ საუკუნის აფერას წლისთავია, რომლითაც ქართველი ახალგაზრდების ნაწილს დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე არის რუსული. ახალგაზრდები ამაზე აღარასდროს წამოეგებიან, რადგან ერთი და იმავე ფეიკ მდინარეში შესვლას აღარავინ აპირებს

„დღეს იმ საუკუნის აფერას წლისთავია, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავისი პატრონების მეშვეობით შემოგვთავაზეს და დააჯერეს ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე არის რუსული. ამ სითავხედის პიარ-კამპანია დაალაგეს, ამის წლისთავია, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები ამაზე აღარასდროს წამოეგებიან იმიტომ, რომ ერთი და იმავე ფეიკ მდინარეში შესვლას აღარავინ აპირებს, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავის მომავალზე იზრუნებენ და დადგებიან ყოველთვის სიმართლის მხარეს და არ წამოეგებიან ისეთ ფეიკებს, რომელიც შარშან შემოგვთავაზა მათმა კამპანიამ“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კითხვაზე, თუ რა აჩვენა შარშანდელმა მარტის მოვლენებმა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საუკუნის აფერა დალაგდა და წელსაც გამოჩნდა, რომ საქართველოში ენჯეოები პოლიტიკური მიზნებისთვის ფინანსდებიან.

„ერთი წლის თავზე აჩვენა ის, რომ ერთი, საუკუნის აფერა დალაგდა, მის სათავეში ნაცებთან ერთად ხაზარაძე იდგა იმიტომ, რომ ეს მისი სამარკო ნიშანია -აფერა და ამ აფერას თან სდევდა სამწუხაროდ გარედან დიდი მხარდაჭერა. ამ დიდ მხარდაჭერას განაპირობებდა ის, რომ ბევრ ადამიანს, ბევრ ჯგუფს არ უნდოდა ეღიარებინა, რომ ენჯეო სექტორი ცოტა სხვა მიზნებისთვის ფინანსდება, ვიდრე ეს ქართველ ხალხს ჰგონია. ენჯეო სექტორმა მაშინ დაიცვა თავისი გაუმჭვირვალე ფინანსები და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა მიუღებელმა კანონმა თავის საქმე გააკეთა და ყველას აჩვენა, რომ ერთი, ეს იყო საუკუნის აფერა, ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, ანუ, ამერიკაში ახლაც მოქმედი კანონი საქართველოში მოინათლა რუსულ კანონად, ამაზე დიდი საუკუნის აფერა რა უნდა ყოფილიყო და წელს უკვე, რამდენიმე დღის წინ, მათ შორის NED-ის ხელმძღვანელის განცხადებიდანაც კი გამოჩნდა, რომ საქართველოში ენჯეოები ფინანსდებიან პოლიტიკური მიზნებისთვის. ფინანსდებიან იმისათვის, რომ იდგნენ არა ენჯეოს საქმიანობის, არამედ ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ფინანსდებიან იმისათვის, რომ პოლიტიკური მავნებლობის მხარეს იდგნენ და ამის გამჭვირვალობა არავის აწყობს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება