fbpx

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და კახი კალაძეს მაღალი რეიტინგი აქვთ ვიდრე სხვა დანარჩენს…

რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ბიძინა ივანიშვილს, კახი კალაძეს, გიორგი გახარიას. ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და კახი კალაძეს, მე რომ არ ვთქვა, იგრძნობა ისედაც და ყველა ხვდება რომ მაღალი რეიტინგი აქვთ ვიდრე სხვა დანარჩენს“,-ამის შესახებ  ვიცე-სპიკერმა  მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ხდება ხოლმე, როდესაც კვლევებში პარტიისა და ლიდერების რეიტინგს შორის ფიქსირდება სხვაობა, თუმცა, მისი თქმით, როდესაც აცდენა მნიშვნელოვანია, სიტუაცია პარადოქსულია, კონკრეტული კვლევა კი მამუკა მდინარაძის თქმით, რეალურ სურატს ასახავს.

„საერთო რეიტინგი რაც არის ხოლმე პარტიის, ის შეიძლება იყოს სხვა ნიშნულზე და მეტი იყოს პარტიის სამი ლიდერის რეიტინგი. ეს ბუნებრივი ამბავია, მაგრამ როდესაც აცდენა ისეთია, რომ პარტიის რეიტინგია 53 პროცენტი და ლიდერის 63, ეს პარადოქსია. „ევროპულ საქართველოში“ გვხვდება  7-10 ჯერ მეტი და ეგენი პარადოქსებს გვთავაზობენ ხოლმე, მაგრამ სოციოლოგები ამაზე იცინიან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares