მამუკა მდინარაძე: ბანერები გააკრა კონკრეტულმა ბიზნესმენმა, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწამა, დაატერორა და დაარეკეტა. მოშე კლუგჰაფტი რა შუაშია იმ ადამიანთან

ბანერები გააკრა კონკრეტულმა ბიზნესმენმა, რომელიც თავი დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწამა, დაატერორა და დაარეკეტა. მოშე კლუგჰაფტი რა შუაშია იმ ადამიანთან, რაიმე კავშირი თუ შეგიძლიათ მითხარით?!, – ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს, ე.წ სისხლიან ბანერებზე დასმული კითხვის პასუხად.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული უდიდესი ტყუილია და „ტვ პირველის მიერ“ მოგონილი ფაქტია.

„ახლა გეტყვით მტკიცებულებას, თუ რატომ არის ეს თქვენს მიერ მოგონილი, ძალიან მავნებლური კამპანიის გაგრძელება – რა შუაში იყო ბატონი მოშე? ის ბანერები, რომელთაც თქვენ “სისხლიან ბანერებს“ უწოდებთ, გააკრა კონკრეტულმა ადამიანმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელიც არ იყო.

ბანერები გააკრა კონკრეტულმა ბიზნესმენმა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწამა, დაატერორა და დაარეკეტა თავი დროზე. მოშე რა შუაშია იმ ადამიანთან, რაიმე კავშირი თუ შეგიძლიათ მითხარით? მაშინ რომ საზოგადოებას ტყუილი შეაპარეთ და ვიღაცები დააჯერეთ, ეს იყო მოშეს შემოქმედება, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ის ბანერები გააკრა ადამიანმა, კონკრეტული ფული გადაიხადა, ამის შესახებ განაცხადა, ეს იყო ღია და გამჭვირვალე ინფორმაცია, რომ შეხება არათუ მოშეს, არამედ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა. ის კონკრეტული ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ წევრიც კი არ არის. ამიტომ, ეს იყო ბინძური სპეკულაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება