fbpx

მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს

ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას საერთოდ თუ დავეთანხმებით, მერე ვისაუბროთ ამაზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვაზე, რა შედეგი შეიძლება დადოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომლის შექმნასაც „ევროპელი სოციალისტები“ ითხოვენ.

როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს.

„დიდი სიამოვნებით დავუსვამდი კითხვას ამ დოკუმენტზე ხელმომწერ ადამიანებს, რამ გაიძულათ? რა ოკუპაცია არ ჩაიწერებოდა, რას ჰქვია არ ჩაიწერებოდა? ათასჯერ მაქვს გამეორებული. გორამდე რომ ხალხი იყო შემოსული, ოკუპანტები, ჯარისკაცები, იმ ხალხზე რას იტყოდნენ, ესენი ტურისტები არიან თუ დამთვალიერებლებიო?! თუ რას იტყოდნენ?! რა კომპრომისი ეს არის? ფაქტი უკვე შემდგარი იყო, თუკი ვინმე ფიქრობს კიდევ, სხვა რაღაცაში ხომ არ არის საქმე, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში ვერ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც საპირისპიროდ ილაპარაკებს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, არ არის აგრესორი და მისი ბრალეულობა არ არის 2008 წელს.

ჰიპოთეტურად რომ წამოგყვეთ, ჰიპოთეტურად რომ შეიქმნას კომისია, მაშინ ერთადერთი ამ წუთში რაც მაფიქრდება, არის ის, რომ პოლიტიკური განაჩენი შეიძლება გამოვიდეს – შენ ამას ხელი ისე მოაწერე, რომ არანაირი კომპრომისი ეს არ იყო. ისე მოაწერე ხელი 7-ში ომი დავიწყეთო ამას და ისე მოაწერე ქართველების სამხედრო დანაშაულს ხელი, რომ მეორე მხარეს სასწორზე ამაზე დიდი ვერაფერი დაიდებოდა, გამორიცხულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება