მამუკა გელაშვილი-წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გავმართე შეხვედრები საკურორტო სოფელ ტბაზე და სადგერში. ადგილობრივებს წარვუდგინე ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა ლურსმანაშვილი.
შეხვედრისას, ადგილობრივებთან ვისაუბრე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სოფელ ტბაზე დასრულების ეტაპზეა სკვერისა და კორტების რეაბილიტაცია, მოეწყო შიდა გზები, გარე განათების სისტემა, განხორციელდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და სხვა.
ბოლო კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდები, მახარებს მათი დამოკიდებულება ჩვენი გუნდის მიმართ.
ბორჯომელები ნამდვილად კარგად ხედავენ მიღწეულ შედეგებს. მადლობა თითოეულს, რომ საჭიროებების მოგვარების, ქალაქის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის ძალად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევენ.
მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ბორჯომს!