თბილისის მერი კახა კალაძე-
დავკარგეთ ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ცნობილი მომღერალი მამუკა ონაშვილი. მამუკას ტრაგიკული გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის, ქართული შოუბიზნესისთვის, ჩვენი ქალაქისთვის.
ვუსამძიმრებ მამუკა ონაშვილის ოჯახს, მის ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!