fbpx

მამა კირიონმა შიში რა არის, არ იცის (ტყუილად უბრიალებთ თვალებს სხვადასხვა ტელევიზიებიდან)

მაღაზია Chacha Corner-ის დამფუძნებელი, ვატო ბოცვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

არქიმანდრიტ კირიონს ვიცნობ სკოლის ასაკიდან და ვმეგობრობ მასთან. ის:

1. დაიბადა და გაიზარდა შუაგულ ვერაზე, ყაზბეგის ქუჩაზე. ბნელ 90 იან წლებში, როდესაც ჩვენი თაობის ბიჭები, ჩაიში ლიმონის ნაცვლად ლიმონკებს ყრიდნენ, ის დაემოწაფა უდიდეს წმინდანს, ბერ გაბრიელ ურგებაძეს და მისი უახლოესი და უსაყვარლესი მოწაფე გახდა. გაბრიელ ბერის გარდაცვალებიდან მალევე, მისივე კურთხევით წავიდა დავით გარეჯში სამოღვაწეოდ.

2. იმ დროინდელი დავით გარეჯის ლავრას ნუ წარმოიდგენთ ისეთს, როგორიც დღესაა. ეს იყო მიტოვებული გამოქვაბულების კრებული. ხოდა შევიდა ეს ჩვენი მამა კირიონი ერთ ერთ ღია გამოქვაბულში და იქ დაიწყო ცხოვრება და მოღვაწეობა. ზამთარში, როცა მეცხვარე ძაღლებსაც უჭირდათ იქ გაძლება, მამაოს ერთი წუთით არ დაუტოვებია მონასტერი.

3. მის კელიას ღამის გასათევად ხშირად სტუმრობდნენ გიურზები, სხვა არსებებზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ მამაომ შიში რა არის, არ იცის საერთოდ.(ტყუილად უბრიალებთ თვალებს სხვადასხვა ტელევიზიებიდან)

4. მისი ჩართულობით გამშვენდა გარეჯი. თვითონ აბსოლიტურად უქონელი ბერია.

5. ხოდა რა მინდოდა მეთქვა, რამდენიც არ უნდა ქექოთ მისი წარსული და აწმყო ცხოვრება, მაქსიმუმ იმას აღმოაჩენთ, რომ თავისი სვანურ ვაჟკაცური შეუპოვრობისა და მამაცობის გამო, სკოლის დროს ერთ ძალიან ორიგინალურ ზედმეტსახელს ვეძახდით მეგობრები. მეტი “კომპრომატი” მამა კირიონზე ბუნებაში არ არსებობს

P.S. ერთს დავამატებდი. ნათელია რომ გარკვეული ძალები ამ პროცესებს წინასაარჩევნო პროპაგანდად იყენებენ, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს პატიოსანი არქიმანდრიტისთვის ტალახის სროლის საფუძველი. მამა კირიონი ამ საკითხის გადასაწყვეტად უკვე მრავალი წელია იბრძვის, და არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს ბრძოლას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება