მაკა ბოჭორიშვილი   UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს  დირექტორს  შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილესა და UNDP-ის ევროპისა  და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ივანა ჟივკოვიჩთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის  შორის  არსებული 30 წლიანი, მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა UNDP-ის ძალისხმევაზე ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. 

საუბარი შეეხო ქვეყნის როლს რეგიონში, “შუა დერეფნის” პოტენციალსა და მის მზარდ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების მხარდაჭერის პროცესში UNDP-ის  ჩართულობის მნიშვნელობა.
საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

UNDP-ის წარმომადგენელი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს ასევე საქართველოს დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება