fbpx

მაკა ბოჭორიშვილი 29 იანვარს გასამართ შეხვედრაზე: ფართო წრეში გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ის საკითხები, რაც უკავშირდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმას

ჩვენი მხრიდან უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირი საქართველოს შესახებ იმსჯელებს, ჩვენ მზად ვიყოთ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ 9-პუნქტიან გეგმაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და მესამე სექტორის მონაწილეობით შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა. ფართო წრეში გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ის საკითხები, რაც უკავშირდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმას და რა თქმა უნდა, დავიწყოთ ერთგვარად მზადება უკვე შემდგომი ეტაპისთვის, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება. თუმცა, ჩვენი მხრიდან უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირი იმსჯელებს, ჩვენ მზად ვიყოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და მესამე სექტორის მონაწილეობით, 29 იანვარს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 9 პუნქტის შესრულება ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ განუსაზღვრა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება