fbpx

მაკა ბოჭორიშვილი: მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება თუ მის გარეთ რაიმე მოძრაობას წამოიწყებს, ეს იქნება იგივე მიმართულება და იგივე საქმე

მაკა ბოჭორიშვილი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება მელია, რადგან ის იგივე საქმე გააკეთებს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკეთებდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთაც დარჩება „ნაციონალურ მოძრაობად“. მელია იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ მის გარეთ რაიმე მოძრაობას წამოიწყებს, ეს იქნება იგივე მიმართულება და იგივე საქმე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საკუთარ პარტიასთან 9-თვიანი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარ პარტიას აფუძნებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება