fbpx

მაკა ბოჭორიშვილი: ვფიქრობ, რომ განახლება არასდროსაა ცუდი, შეიძლება პირიქით – ძალიან პოზიტიური შედეგები მოიტანოს

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს, რომელიც ასევე დასახელდება ხუთშაბათს, მას შემდგომ ექნება გარკვეული პერიოდი, რომ წარმოადგინოს მინისტრთა კაბინეტი და ჩვენ დავიწყებთ განხილვებს პარლამენტში და პროცედურების შესაბამისად წარიმართება ეს პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ განახლება არასდროსაა ცუდი, შეიძლება პირიქით – ძალიან პოზიტიური შედეგები მოიტანოს და პირველ რიგში, ეს მიმართულია იმისთვის, რომ ახალი ენერგიით და შემართებით გავაგრძელოთ ის პროგრამა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება