fbpx

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ საქართველო ხდება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი

ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ საქართველო ხდება სხვა პოლიტიკის – ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვეძლევა, ევროკავშირს ვესაუბროთ არა პოლიტიკურ ასოცირებაზე, არამედ გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი.

„ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? ჩვენ მოკლედ რომ შევხედოთ, სად ვიმყოფებოდით ევროკავშირთან ურთიერთობებში – გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ამ ყველაფერს აკლდა ერთი რამ – ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. პოლიტიკა, რომლის მონაწილეც საქართველო იყო ამ დრომდე, არ გულისხმობდა ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება გულისხმობს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან პოლიტიკურად ასოცირებული უნდა იყოს და მიეცეს ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა, ანუ მაქსიმალურად ახლოს იყოს ევროკავშირთან, თუმცა ამას აკლდა პერსპექტივის ნაწილი. ამიტომ ამ თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება მართლაც ისტორიულია. დღეიდან საქართველო ხდება სხვა პოლიტიკის – ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვეძლევა, ევროკავშირს ვესაუბროთ არა პოლიტიკურ ასოცირებაზე, არამედ გაწევრიანებაზე. ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება