fbpx

მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

“სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე”, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება