fbpx

მაია ორჯონიკიძე-ივანიშვილს აწყობს ეპიდემიის რაც შეიძლება დროში გახანგრძლივება…

მაია ორჯონიკიძე: „რატომ არ შემოაქვს ივანიშვილის მარიონეტულ “მთავრობას” სწრაფი ტესტები საკმარისი რაოდენობით,რაც ეპიდემიის დროსა და სივრცეში ლოკალიზებას მოახდენდა?
იმიტომ, რომ ივანიშვილს აწყობს ეპიდემიის რაც შეიძლება დროში გახანგრძლივება პოლიტიკური,დემოგრაფიული და მერკანტილური მიზეზებით.
რამდენიმე მაგალითი.

1. დემოგრაფიული:
რაც უფრო მეტი ქართველი გაწყდება,მით უკეთესი-ემიგრაციაში მათი გაგდების აუცილებლობა მკვეთრად შემცირდება.
პენსიონერები-ცალკე თემაა,რამდენი პენსია არ გახდება გასაცემი და ეს სოლიდური თანხა ისევ ივანიშვილის განკარგულებაში დარჩება.

2.მერკანტილური:
საგანგებო მდგომარეობის პერიოდის სრულიად ლეგიტიმური საბაბით ბიძინამ და კალაძემ დრო იხელთეს:

ა) ონის ჰესის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა (აქამდე დიდი პროტესტის გამო ვერ ბედავდა),

ბ) ხეების გლეჯვა განახლდა,

გ) კალაძე ტენდერის გამოცხადების გარეშე ამ უბედურების დროს მიკროავტობუსების შესყიდვას იწყებს,

დ) საშუალო და მცირე ბიზნესის კოლაფსი,რაც ბიზნეს-ბაზარზე ივანიშვილს და მის გაუმაძღარ გარემოცვას ახალ შესაძლებლობებს უხსნის გაკოტრებული ბიზნესების კაპიკებად შესყიდვაში.

3.პოლიტიკური:

ა) არჩევნების თარიღის გადატანა,რაც ივანიშვილს რეჟიმის გახანგრძლივების საშუალებას აძლევს.

ბ) მატროსოვის ციხიდან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები,იგივე პოლიტპატიმრები გადაჰყავთ რუსთავის ციხეში,სადაც ისინი დარჩენილ დროს ჩვეულებრივი კრიმინალების გვერდი-გვერდ გაატარებენ,რაც დიდი რისკის შემცველია და დაუშვებელია

გ) ისედაც გაღატაკებულ ადამიანთა დიდი მასა,რომელსაც უიმედობა,შიმშილი და სასოწარკვეთა აწუხებს-ბევრად იოლი სამართავი და საყიდელია წინასაარჩევნოდ.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია,დარწმუნებული ვარ-ივანიშვილს მთელი სია აქვს იმ შავბნელი საქმეებისა,რომელთა შესრულებაც ჩვეულებრივ გარემოში ან შეუძლებელი იქნებოდა,ან ძალიან რთულად გასაკეთებელი.ახლა მისი გაგებით იდეალური დროა და ბევრი რამ რასაც ადრე ვერ იზამდა,უნდა მოასწროს-ამას კი დრო სჭირდება!

და რა ჰქვია ამ ყველაფერს თუ არა მაროდიორობა?!
მაროდიორია ბიძინა ივანიშვილიც,კარლო კალაძეც და მთელი ეს დამნაშავეთა ბანდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება