მაია ომიაძე “წარმატებული სეზონი დიდწილად განაპირობა ფრენების დამატებამ,უკვე არსებული ფრენების სიხშირეების გაზრდამ და მარკეტინგულმა კამპანიებმა სამიზნე ბაზრებზე”

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემზაფხულის ტურისტული სეზონის შეაჯამა. მისი თქმით, სეზონი წარმატებულიიყო, რაც მოლოდინებს სრულად შეესაბამება.„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება. რა თქმა უნდა,გარკვეული გამოწვევები და გარე ფაქტები მოქმედებს ტურიზმის სფეროზე,სექტორის წარმომადგენელთა ნაწილს ჰქონდა შიშები, მაგრამ ჩვენმომზადებული გვქონდა სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავდა მარკეტინგულკამპანიებს იმ მიმართულებით სადაც დაგვემატა ახალი ფრენები და გაიზარდასიხშირეები, ჩვენი სტრატეგია მოიცავდა ბაზრების დივერსიფიკაციას, ჩვენდარწმუნებულები ვიყავით, რომ ძალიან კარგი სეზონი გვექნებოდა და ესპროგნოზიც გამართლდა“.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, წარმატებულისეზონი განაპირობა ფრენების დამატებამ, არსებული ფრენების სიხშირეებისგაზრდამ და სამიზნე ბაზრებზე მრავალკომპონენტიანმა კამპანიებმა.„ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი სტრატეგიული დაგეგმვაა- ფრენებისდამატება, უკვე არსებული ფრენების სიხშირეების გაზრდა დამრავალკომპონენტიანი კამპანიები სამიზნე ბაზრებზე. სწორედ ეს მიდგომაუზრუნველყოფს ზრდას და პროგნოზების რეალიზაციას”,- აღნიშნა მაია ომიაძემ.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით,მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზებზე მუშაობის შედეგად გაზრდილიამაღალმხარჯვეული მოგზაურების რაოდენობა.„შემოსავლების ზრდა ძირითადად იმ ქვეყნებზე მოდის, სადაც ჩვენ კამპანიებსვატარებთ და პირდაპირი ფრენები გვაქვს- ევროკავშირის ქვეყნები, დიდიბრიტანეთი, საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი. ეს ქვეყნებიუზრუნველყოფენ მაღალი ხარჯვის უნარის მქონე ტურისტების ჩამოყვანას.ბრიტანეთის მაგალითი თვალსაჩინოაა: როდესაც პირდაპირი ფრენა კვირაში 6სიხშირემდე გაიზარდა, ბრიტანელ მოგზაურთა რაოდენობამ სწრაფად მოიმატადა ტოპ 10-შია, შესაბამისად გაიზარდა შემოსავლებიც. ეს მიუთითებს, რომ ჩვენიპროგნოზები და სტრატეგია ეფექტურია,“ — აღნიშნა მაია ომიაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება