მაია ომიაძე: “საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჩვენიპროგნოზი სრულად მართლდება“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წლისპირველი ცხრა თვის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, ადმინისტრაციის მიერ წლისდასაწყისში დადგენილი 4.7 მილიარდი აშშ დოლარის პროგნოზი სრულადრეალიზებადი ჩანს. იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდანშემოსავალმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 3.6 მილიარდ აშშ.დოლარს გადააჭარბა და 3,637,761,827 აშშ დოლარი შეადგინა„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრადიციულად ადგენს პროგნოზებსროგორც კვარტლების, ისე სეზონების მიხედვით. ეს პროგნოზები ეფუძნებაგასული წლების მონაცემებსა და საერთაშორისო ტენდენციებს, როგორცსაერთაშორისო მოგზაურების, ისე ტურისტული მოგზაურებისა დაშემოსავლების ჭრილში, კვლევითი კომპანიების პროგნოზები და ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის შეფასებები ერთმანეთს თითქმის ემთხვევა, რაცმიუთითებს შეფასებების სიზუსტესა და რეალისტურობას. „თუ შევაფასებთ2019 წლის შემდეგ აღდგენის დინამიკას, საერთაშორისო მოგზაურობების დაშემოსავლების თვალსაზრისით, პროგნოზები იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომმიღწეული შედეგები სრულად შეესაბამება მოლოდინებს. ამ ეტაპზე შეგვიძლიათამამად განვაცხადოთ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, როდესაც დაიხურება წლისმეოთხე კვარტალი, პროგნოზები სრულად გამართლდება”,-აღნიშნა ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.მაია ომიაძეს განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორისტრატეგიისა და სამიზნე ბაზრებზე აქტიური კამპანიების შედეგად, წელსმიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად აჭარბებს 2019 წლის მონაცემებს.„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურობების რაოდენობა ჯერ კიდევაღდგენის პროცესშია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნადაღემატება 2019 წლის დონეს. ეს შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენისტრატეგია, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზე ორიენტაცია,სრულად ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. შესაძლოა, მოგზაურების რაოდენობაშედარებით ნაკლები იყოს, თუმცა თითოეული მათგანი ბევრად მეტ თანხასხარჯავს საქართველოში,“ — აღნიშნა ომიაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება