fbpx

მაია ომიაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიისპროგრამის ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე
აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის
პროგრამის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
„ტურიზმის როლი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკაში“-პანელურ დისკუსიაში მაია
ომიაძემ ტურიზმის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა.
მაია ომიაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები და დაგეგმილი პროექტები.
კონფერენციას “საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები შავი ზღვის სტრატეგიის
კონტექსტში”ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო
ურთიერთობათა სკოლამ უმასპინძლა.
კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით წარდგა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით
ზალკალიანი.
კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები ჰარვარდის, ჯორჯ ვაშინგტონის
უნივერსიტეტებიდან, ვაშინგტონში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის
თემაზე მომუშავე ექსპერტები, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და
აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება