fbpx

მაია ბითაძე დავით ზურაბიშვილს – რისთვის უნდა დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილი, სამ მილიარდიანი ქველმოქმედებისთვის, რომელიც საქართველოსთვის გააკეთა, თუ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის გასტუმრებისთვის?

პირადად მაქვს კითხვა დავით ზურაბიშვილთან, რისთვის უნდა დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილი, იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც 3 მილიარდის ოდენობით საქართველოსთვის გააკეთა, თუ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის გასტუმრებისთვის, რომლის მომხრე მაშინ თვითონ დავით ზურაბიშვილი იყო? – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.

მაია ბითაძე სამწუხაროს და სამარცხვინოს უწოდებს დავით ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ასეთი რამის დაანონსება აბსოლუტურად გაუგებარია როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკოსის მხრიდან.

„ზოგადად ადამიანის მხრიდან, პოლიტიკოსის მხრიდან ამგვარი ორმაგი სტანდარტის ღიად გამოხატვა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი დაუფარავად ებრძვის თავის სამშობლოს, როდესაც აკეთებს ამგვარ განცხადებებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ და დაუფარავ სურვილს გამოხატავს, რომ ადამიანზე, რომელიც ამ წუთას არ არის პოლიტიკაში, მაგრამ ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ამ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ნორმალურ ჩარჩოებში ჩასმის თვალსაზრისით, ასეთ განცხადებებს აკეთებს. მოვუწოდებ დავით ზურაბიშვილს, კომენტარები გააკეთოს ადეკვატური, ისეთი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და პატრიოტს შეესაბამება და არა ისეთი განცხადებები აკეთოს, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მტრისგან“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება